სხვა 8 წლის გოგონა ქორწინების პირველ ღამეს გარდაიცვალა 2013, 10 სექტემბერი, 19:18
ქმარს ფორმალურად კანონი არ დაურღვევია და შესაძლოა მას პატიმრობა არც კი მიუსაჯონ. მთავარი და ყველაზე პრობლემური საკითხი ისაა, რომ დღეისათვის არ არსებობს სიტყვა "ბავშვის" დადგენილი განსაზღვრება, რომელიც მთელი მსოფლიოს მაშტაბით შეთანხმებული იქნება. ეს კი ქვეყნებს სხვადასხვა და საკმაოდ ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ "იურიდიული ქორწინების" ასაკი 18 წელი უნდა იყოს. რამდენიმე წლის წინ იყო მცდელობა, იემენში შემოეღოთ კანონი, რომელიც მინიმალურ საქორწინო ასაკად 17 წელს ადგენდა. ადგილობრივმა საკანონმდებლო ორგანომ კანონი ანტიისლამურად ჩათვალა და მის დამტკიცებაზე უარი განაცხადა. 1229 4-ს მოსწონს
|