შოუბიზნესი როგორ იხსენებენ ვარსკვლავები სკოლაში ყოფნის "რთულ" პერიოდს? 2013, 9 სექტემბერი, 22:30 ანჯელინა ჯოლი ბევრლი-ჰილზის ერთ-ერთ სკოლაში სწავლობდა.მისივე სიტყვებით, რომ ვთქვათ მას არ უყვარდა გაკვეთილებზე სიარული.ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ის არ იყო ლიდერი და პოპულარული კლასში.სკოლაში ის ჩაწერეს იმ ბავშვთა ჯგუფში, რომელთაც ფსიქოლოგის კონსულტაცია ესაჭიროებოდათ."ყველა მე მებრძოდა, როგორც ყველაზე ცუდ ბავშვს" იხსენებს მსახიობი. ქეით მიდლტონი პრესტიჟულ სკოლა პანსიონში სწავლობდა. თანაკლასელები იხსენებენ, რომ ის იყო ძალიან გამხდარი და უფერული ბავშვი, რომელიც საერთოდ არ იყო დარწმუნებული მის თავში.სკოლას აქვს ასეთი ტრადიცია, რომ უფროსკლასელი ბიჭები პატარა მოსწავლე გოგონებს 10 ბალიანი სისტემით აფასებენ ქეითი კი 1 ბალით იყო შეფასებული.რაღაც პერიოდის შემდეგ, ის შეიცვალა გაიჩინა მეგობრები, გახდა ჰოკეის კლუბის წევრი და სწორედ აქ გაიცნო მისი მომავალი მეუღლე. ვიქტორია ბექჰემი საშუალო სკოლაში სწავლის პერიოდს "ჯოჯოხეთს" ადარებს. ''მე არ მყავდა მეგობრები, ვიყავი მარტო და ყველა "ტალახს" მესროდა, ვითმენდი იმიტომ, რომ შემეძლო ბრძოლა." აცხადებს ვიქტორია. ბრედ პიტი ანჯელინასგან განსხვავებით დიდი პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობდა არამარტო გოგონებში, არამედ მასწავლებლებშიც.ის იყო გოლფის, ცურვისა და ტენისის გუნდების შემადგენლობაში.1982 წელს სკოლის დამთავრებისას მიიღო პრემია ნომინაციაში "ყველაზე სიმპატიური". ჯენიფერ ლოპესმა კათოლიკური სკოლა დაამთავრა.მისი ერთადერთი თავშესაფარი "ღმერთი" იყო 14 წლისამ დაიწყო სიმღერაში ვარჯიში და მონაწილეობას იღებდა ყველა სასკოლო ღონისძიებაში. ჯონი დეპი აღიარებს რომ ის იყო "ხულიგანი" ბავშვი, რომელმაც სიგარეტის მოწევა 12 წლისამ დაიწყო. ნარკოტიკები გასინჯა როცა15 წლის იყო და ის სკოლიდან გარიცხეს.შემდეგ გაიტაცა მუსიკამ და საკუთარი ანსამბლი ჩამოაყალიბა. 1565 19-ს მოსწონს
|