მეორე სამამულო ომის "უკანასკნელი სამურაი".
"უკანასკნელი სამურაი".
მინდა მოგითხროთ გასაოცარი ისტორია იაპონელ ოფიცერზე და მის თავგადასავლებზე ფილიპინების ჯუნგლებში. ოფიცერზე რომელმაც არაფერი იცოდა მეორე მსოფლიო ომის დამთავრებაზე და 30 წელი იომა ფილიპინების ჯუნგლებში.
სტატია ეძღვნება იაპონიის არმიის ოფიცერს ხირო ონოდას.
ხირო ონოდა (დაიბადა 1922 წლის 19 მარტს)–სამხედრო დაზვერვის უმცროსი ლეიტენანტი, რომელმაც სწავლების კურსი გაიარა ნაკანოს სასწავლებელში, სადაც უმცროს ოფიცრებს ამზადებდნენ პარტიზანული ომისათვის. იბრძოდა მოკავშირეების წინააღმდეგ ფილიპინების კუნძულ ლუბანგზე მეორე მსოფლიო ომის დროს (1944 წლიდან) და ომის დამთავრების შემდეგაც. ის დარწმუნებული იყო რომ ომი გრძელდებოდა და ფილიპინების ხელისუფლებასაც მხოლოდ უშუალო მეთაურის ბრძანების შემდეგ ჩაბარდა 1974 წელს.
ონოდა დაიბადა 1922 წლის 19 მარტს სოფელ კამეკავაში ვაკაიამას პრეფექტურაში. სკოლაში სწავლისას საფუძვლიანად შეისწავლა საბრძოლო ხელოვნების ერთერთი სახეობა–კენდო. სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო სავაჭრო კომპანიაში და სამუშაოდ ჩინეთის ქალაქ ხანკოუში გადავიდა, სადაც ჩინური და ინგლისური ენები შეისწავლა. მაგრამ ონოდას ვაჭრობა არ ეწერა, რადგან მალევე გაიწვიეს იაპონიის არმიაში 1942 წელს და შესაბამისად იაპონიაში მოუწია დაბრუნებამ. ონოდა გაანაწილეს 61–ე ქვეით პოლკში რიგითად, მალევე გადაიყვანეს 218–ე ქვეითთა პოლკში, სადაც კაპრალის წოდება მიიღო. ონოდა გააგზავნეს სწავლის გასაგრძელებლად პირველ საარმიო სასწავლებელში, სადაც ჯერ სერჟანტის, ხოლო სასწავლებლის დამთავრებისთანავე უფროსი სერჟანტის წოდება მიანიჭეს და სამსახურის გასაგრძელებლად იაპონიის გენერალური შტაბში გააგზავნეს. ონოდა მისი თხოვნით 1944 წლის აგვისტოში ნაკანოს სამხედრო სასწავლებელში გააგზავნეს, სადაც დაზვერვის ოფიცრებს ამზადებდნენ. ონოდამ ფრონტზე მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ მოახერხა სასწავლებლის დამთავრება და ის 14–ე არმიის შტაბში იწყებს სამსახურს.
მალევე იგზავნება ფილიპინებში სპეციალური დანიშნულების ჯგუფთან ერთად, რომელ ჯგუფსაც ფილიპინებში დივერსიული საქმიანობის დაწყება ევალებოდა. ონოდა გამოჩენილი მამაცობისათვის უმცროსი ლეიტენანტის წოდებას იღებს მოწინააღმდეგის ზურგში განხორციელებული თამამი რეიდების გამო. ონოდას და მის ჯგუფს დავალებით აგზავნიან კუნძულ ლუბანგზე. ახალგაზრდა ოფიცერი უშუალოდ მისი სარდლისაგან, გენერალ–ლეიტენანტ სიდზუო ეკოიამისაგან იღებს ბრძანებას: თვითმკვლელობას გიკრძალავთ! იომეთ 3-5 წელი. მე აუცილებლად დავბრუნდები თქვენს გამოსაყვანად. მანამდე კი სანამ ერთი ჯარისკაცი ჯერ კიდევ ცოცხალია იომეთ, თუნდაც მცენარის ფესვებით მოგიწიოთ თავის გატანა.
ონოდამ შტაბს შესთავაზა კუნძული სათანადოდ მოეწყოთ, ხანგრძლივი ბრძოლებისათვის, თუმცა მისი წინადადება არ იქნა მიღებული და აშშ–ს სამხედრო დანაყოფებმა მალევე აიღეს კუნძული. იაპონიის არმიის ნაწილებმა კუნძული დატოვა, ხოლო ონოდას და მის ჯგუფს მთებში მოუწიათ გაქცევამ. ონოდამ ჯუნგლებში მოაწყო ბაზა პარტიზანული და დივერსიული საქმიანობისათვის. მის ჯგუფში რიგითი იუიტი აკაცუ, რიგითი კინსიტი კოდზუკი და კაპრალი სიოიტი სიმადა ირიცხებოდა. 1945 წლის 15 აგვისტოს იაპონიამ კაპიტულაციას მოაწერა ხელი. მალე ონოდას ხელში ხვდება ამერიკელების მიერ ჩამოყრილი ფურცლები, საიდანაც იგებს რომ ომი უკვე დამთავრდა. ამავე წელს თვითმფრინავებიდან ყრიან ფურცლებს, სადაც წერია იაპონიის 14–ე არმიის სარდლის ბრძანება, იარაღის დაყრის და ჩაბარების თაობაზე. ონოდამ ჩამოყრილი ფურცლები ამერიკულ პროპაგანდად შეაფასა და ჯგუფთან ერთად გააგრძელა ბრძოლა ამერიკელების ზურგში. ის და მისი ჯგუფი ჯერ კიდევ ელოდებოდა იაპონელების დაბრუნებას კუნძულზე. იაპონიაში კი ჯგუფი დაღუპულად ჩათვალეს მათთან კავშირის დაკარგვის გამო. 1950 წელს კუნძულის ხელისუფლებას აკაცუ ჩაბარდა და ის 1951 წელს დააბრუნეს იაპონიაში. აკაცუს წყალობით გახდა ცნობილი, რომ ოგანო და მისი ჯგუფი ჯერ კიდევ იბრძოდა, რადგან არაფერი იცოდნენ ომის დამთავრებაზე. იაპონიის მთავრობამ შექმნა სპეციალური კომისია და დაიწყო თანამშრომლობა ფილიპინების ხელისუფლებასთან, იაპონელი სამხედროების გამოყვანის მიზნით.
1954 წლის 7 მაისს კუნძულ ლუბანგის მთებში, ფილიპინების პოლიციას შეტაკება მოუხდა ონოდას ჯგუფთან, რომელსაც სიმადა შეეწირა. ფილიპინების ხელისუფლებამ მოუწოდა იაპონურ მხარეს გაეაქტიურებინათ იაპონელი ჯარისკაცების მოძიების სამუშაოები. მიუხედავად ინტენსიური ძებნისა იაპონელებმა ვერ შეძლეს ონოდას მოძებნა და ის დაღუპულად ჩათვალეს, ონოდას საბრძოლო დამსახურებისათვის ორდენიც მიანიჭეს. 1972 წელს კუნძულ გუამზე სრულიად შემთხვევით ამერიკელებმა იპოვეს იაპონიის არმიის კაპრალი იოკოი. ამ შემთხვევამ ნათელყო ფაქტი, რომ იაპონელი ჯარისკაცების მცირე ნაწილი ჯერ კიდევ იბრძოდა გაფანტულად ფილიპინების კუნძულებზე. 1972 წლის 19 სექტემბერს პოლიციამ შეტაკებისას მოკლა ონოდას უკანასკნელი ცოცხალი მებრძოლი–კინსიტი კოდზუკი. ონოდა ჯუნგლებში ყოფნისას მიეჩვია ცხოვრებას ყოველგვარი პირობების გარეშე, ნადირობდა გარეულ ღორებზე, ხანდახან სოფელში ჩადიოდა გლეხებთან, ბრინჯის გამორთმევის მიზნით. იყენებდა ქოქოსი ნაყოფს, ტყის საკვებად ვარგის მცენარეებს.
ონოდამ ასზე მეტი თავდასხმა განახორციელა ამერიკელების სამხედრო ბაზაზე, ფილიპინების პოლიციაზე, ფილიპინელ ჩინოვნიკებზე და ადგილობრივ გლეხებზე, რომლებსაც ამერიკელების მოკავშირედ მიიჩნევდა. ამ რეიდებისას უშუალოდ მის მიერ იქნა მოკლული 30 და მძიმედ დაიჭრა ასზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პირი. ონოდა აგროვებდა ყოველგვარ ინფორმაციას ამერიკელების სამხედრო ინფრასტრუქტურაზე, რაც შეიძლებოდა გამოდგომოდა იაპონურ დაზვერვას. ერთერთი თავდასხმისას ამერიკულ სარადარო ბაზაზე, მან გაიტაცა რადიოსადგური, საიდანაც იგებდა ინფორმაციას მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე. ერთადერთი რისი დაჯერებაც არ უნდოდა ეს იაპონიის კაპიტულაცია იყო მეორე მსოფლიო ომში. მას სამხედრო სასწავლებელში ასწავლეს, რომ მოწინააღმდეგე ყველანაირ ხერხებს იყენებს დეზორგანიზაციის მიზნით და ონოდამაც ეს სიტყვები გონებაში შეინახა. დღემდე გაუგებარი დარჩა თუ რითი მუხტავდა რადიოსადგურის "აკუმულატორს" ონოდა ჯუნგლებში.
კორეის ომი 1950–1953 წლებში მან მიიღო როგორც მზადება იაპონური არმიის კონტრშტევის დაწყებისა, ხოლო ვიეტნამში 1959 წელს დაწყებული ომი კი აღიქვა როგორც იაპონიის არმიის წარმატებული მოქმედება ამერიკელების წინააღმდეგ.
1974 წლის 20 თებერვალს ახალგაზრდა იაპონელი მოგზაური ნორიო სუძუკი სრულიად შემთხვევით შეხვდა ონოდას ლუბანგას ჯუნგლებში. მოგზაური მოუყვა მას ომის დამთავრებაზე და მოუწოდა იაპონიაში დაბრუნებულიყო. თუმცა ონოდამ უარი განაცხადა მოტივით: მე მეთაურმა სამხედრო პოსტი ჩამაბარა და სამხედრო დაზვერვის დავალებას ვასრულებ, სარდალმა დამიბარა რომ დაბრუნდებოდა ჩვენს გასაყვანად. სუძუკი მარტო დაბრუნდა იაპონიაში, თუმცა თან ჩამოიტანა იაპონელი მზვერავ–დივერსანტის სურათი, რამაც იაპონიაში ფურორი მოახდინა.
იაპონიის ხელისუფლება დაუყოვნებლივ დაუკავშირდა ონოდას უშუალო მეთაურს, მაიორ იოსიმი ტანიგუტის და მაიორი იაპონიის ხელისუფლების მითითებით ჩავიდა კუნძულ ლუბანგზე 1974 წლის 9 მარტს.
იმისათვის რომ ონოდას მაიორის სიტყვებისათვის დაეჯერებინა მას მოუწია სამხედრო ფორმის ჩაცმამ (მაიორი უკვე სამოქალაქო სამსახურში იყო გადასული). მაიორმა ონოდას გააცნო ბრძანება:
1. იაპონიის იმპერატორობითი უდიდებულესობის ბრძანებით, ყველა სამხედრო დანაყოფი განთავისუფლებულ იქნა საბრძოლო მოქმედებებისაგან (მხედველობაშია, ჯუნგლებში გაფანტული სამხედროები).
2. № 2003 ბრძანების საფუძველზე14–ე არმიის სამხედრო დაზვერვის სპეციალური ჯგუფი, თავისუფლდება საომარი დავალებებისაგან.
2. ყველა დანაყოფი და პირი რომლებიც ექვემდებარებიან გენერალური შტაბის 14–ე არმიის სპეციალურ დანაყოფებს, ვალდებული არიან შეწყვიტონ დივერსიული საქმიანობა და მანევრები მოწინააღმდეგის ზურგში.
ჩაბარდნენ უახლოეს ხელისუფლებას ან თუ ამის შესაძლებლობა არ მიეცათ, უშუალოდ დაუკავშირდნენ კუნძულის ამერიკულ სამხედრო ბაზას და იხელმძღვანელონ მათი ინსტრუქციით.
1974 წლის 10 მარტს ონოდამ მის მიერ მოწყობილი სამალავიდან გამოიტანა და მაიორს გადასცა დოკუმენტაცია ამერიკელთა სამხედრო–სარადარო ბაზის შესახებ.
იმავე დღეს ონოდა ჩაბარდა კუნძულის ხელისუფლებას. ჩაბარების მომენტში ონოდა გამოცხადდა სამხედრო ფორმით და სრულად ეკიპირებული. მას ხელში ეკავა შაშხანა Арисака 99, თან ჰქონდა ამ შაშხანის 500 ვაზნა, რამდენიმე ხელყუმბარა და სამურაის ხმალი. ონოდამ კაპიტულაციის მიზნით ბაზის მეთაურს გადასცა სამურაის ხმალი და განაცხადა, რომ სიკვდილისათვის მზად იყო. ამერიკული ბაზის მეთაურმა მას დაუბრუნა ხმალი და განაცხადა რომ ონოდა "სამხედრო ერთგულების ნიმუშს" წარმოადგენდა. ფილიპინების კანონმდებლობით ონოდას სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა, თუმცა იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური ჩარევის შემდეგ ონოდა შეიწყალეს.
ონოდას კაპიტულაციის ცერემონიას იაპონიისა და ფილიპინების მაღალი რანგის ოფიციალური პირები დაესწრნენ, მათ შორის ფილიპინების პრეზიდენტი ფერდინანდ მარკოსი. ონოდა საზეიმოდ დაბრუნდა იაპონიაში 1974 წლის 12 მარტს.
მეორე მსოფლიო ომის "უკანასკნელი სამურაი" დღესაც ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს. მან გამოსცა წიგნი "არ დანებდე: ჩემი 30–წლიანი ომი", სადაც ყველა დასმულ კითხვას უპასუხა. რომ არა იაპონიის ხელისუფლების ჩარევა მე გავაგრძელებდი ბრძოლას–აცხადებს 91 წლის ყოფილი სამხედრო მზვერავი.
გთავაზობთ ამ გასაოცარი და უდრეკი ადამიანის სურათებს.
მოგზაური ნორიო სუძუკი და ხირო ონადა.
ონადა კაპიტულაციას აცხადებს.
დავდებ ახლა სურათს და მიხვდებით როგორ მოიძიოთ.