შოუბიზნესი ჰიუ გრანტის ყველაზე გახმაურებული რომანები. 2013, 9 სექტემბერი, 16:04 9 სექტემბერს ჰოლივუდის ცნობილ მსახიობს, ჰიუ გრანტს, 53 წელი შეუსრულდა.მსახიობი დიდი პოპულარობით სარგებლობს"სუსტი" სქესის წარმომადგენლებს შორის. მას რომანი არა ერთ ვარსკვლავთან ჰქონდა და არა მარტო ვარსკვლავებთან.წარმოგიდგენთ იმ ქალბატონებს, რომელთანაც ჰიუ გრანტს ყველეზე გახმაურებული რომანები აკავშირებდა. ელიზაბეტ ჰერლისთან მსახიობის რომანი ყველაზე დიდხანს გაგრძელდა.მსახიობები ერთად იყვნენ 13 წელი და ყველაზე ლამაზ წყვილად ითვლებოდნენ ჰოლივუდში.მათ ერთმანეთი ერთ-ერთი კინოგადაღების დროს გაიცნეს.ელიზაბეტი ძალიან ეხმარებოდა ჰიუ გრანტს "გახსნაში".და ორივე ძალიან კარგ ზეგავლენას ახდენდა ერთმანეთზე. მაგრამ მათი წყვილი 13 წლის შემდეგ მაინც დაშორდა ერთმანეთს.ჰიუ გრანტი ელიზაბეტის შვილის ნათლიაა და ისინი დღესაც აგრძელებენ მეგობრულ ურთიერთობას. ჯეიმაიმა ჰანი. 3 წელი გრძელდებოდა ჰიუ გრანტისა და ულამაზესი დიზაინერის ჯეიმაიმა ჰანის ურთიერთობა.ყველას ეგონა, რომ ისინი ქორწინებით დაასრულებდნენ მათ სიყვარულს, მაგრამ ჰიუ გრანტი თავისუფალ ცხოვრებას მაინც ვერ შეელია. დრიუ ბერიმორთან ურთიერთობა ჰიუ გრანტმა გადასაღებ მოედანზე დაიწყო.ისინი ერთად დაიოდნენ ყველგან რესტორნებში პრემიერებზე.დრიუ მუდმივად ეხვეოდა ჰიუს და კოცნიდა. მიუხედავად ამისა წყვილი მაინც დაცილდა ერთმანეთს. დრიუ ბერიმორი. ჰოლივუდში ძალიან ხმაური და ბევრი ჭორი მოჰყვა ჰიუ გრანტისა და სანდრა ბალოკის რომანს.ისინი არ აკეთებდნენ თავისი ურთიერთობის აფიშირებას.ერთად გამოცხადდნენ ოსკარის ცერემონიაზე, და ეს მხოლოდ და მხოლოდ მათი მეგობრობით ახსნეს. პაპარაცები დიდხანს დასდევდა წყვილს და ერთ დღეს დააფიქსირეს სანდრა რომელიც მანქანაში უცდიდა ჰიუს, მან დააგვიანა რაზეც სანდრამ დიდი ჩხუბი ატეხა ჰიუ გრანტი გადმოვიდა მანქანიდან და წავიდა. სანდრა ბალოკი. 245 11-ს მოსწონს
|