x
image
თამარი555
გამოუცნობი მოვლენა-ცოცხალი კუნძული სეიბლი
ყველაზე საშიში და ამავე დროს ყველაზე გამოუცნობი ბუნების პარადოქსი მსოფლიო ოკენეთა წყლებში-მომთაბარე, ანუ მოძრავი კუნძული სეიბლია.


image


ბოლო წლების განმავლობაში მკვლევარები აქტიურად არიან დაინტერესებული ანომალიური ადგილით, რომელსაც კუნძული სეიბლი ეწოდება. ჯერ კიდევ ადრე ამ ადგილას შემჩნეული იყო ზღვის სწრაფი დინება, რომელიც მოძრაობს კუნძულის დასავლეთ მხარეს. ამიტომ ტერიტორია ნაწილებად იყოფა, რამდენადაც წყალი ყველაფერს რეცხავს. უფრო მეტად კი სწავლულებს ქვიშის დანალექი აკვირვებთ, რომელიც კვლავ ჩნდება. თუ ერთ მხარეს ქვიშა ქრება, მეორე მხარეს ის კვლავ ჩნდება. აქედან ის ჩანს რომ კუნძული მუდმივ გადაადგილებაშია.

კუნძულზე ამინდი ყოველთვის შფოთიანია. სეიბლი თავის ხაფანგს შეიცავს. აქ არსებული ქვიშის ბორცვების ფერი ერწყმის ზღვის ფერს და ამიტომ თანამგზავრიდან და ვერტმფრენიდანაც კი მისი შემჩნევა ძნელია. მკვლევარებმა იციან რომ ასეთ თვისებას მხოლოდ ცოცხალი არსებები ფლობენ.



image


სეიბლი არ იძლევა გამოკვლევის საშუალებას. ბევრი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მეცნიერებს გაუჩნდათ აზრი რომ იგი წარმოადგენს ცოცხალ ორგანიზმს, თითქოსდა სხვა პლანეტიდან მოტანილს. რადგან ის დედამიწის არც ერთ კანონს არ ესადაგება. მისი ქვიშის ანალიზმა აჩვენა რომ მის შემადგენლობაში შედის არა ნახშირბადი, არამედ სილიციუმი. მკვლევარებმა კუნძულს ბიორობოტი უწოდეს.

გემების მშთანთქავი, ეშმაკი კუნძული, დაწყევლილი კუნძული-ეს ყველაფერი კუნძულ სეიბლზეა ნათქვამი. იგი ყოველთვის ნისლშია ჩაძირული, დაბალია და სრულიად გლუვია. გამოცანად რჩება ისიც რომ მისი ქვიშა მუდმივად ფერს იცვლის, როგორც ცოცხალი არსება და ხშირად ღებულობს ოკეანის წყლის ფერს.


image

ამ კუნძულის ნაპირზე ბევრი გემი ჩაიძირა. იყო ასეთი შემთხვევაც რომ ფრანგული გემის “ლა ბურგონის" კატასტროფისას სეიბლზე გადავიდნენ გადარჩენილი მგზავრები დახმარების მოლოდინში. მაგრამ მგზავრები იქ აღარ აღმოჩნდნენ თითქოს კუნძულის ქვიშამ ჩაყლაპა ისინი.


image


image


მთელი გამოცანა იმაში მდგომარეობს რომ მისი სიგრძე ასეული წლის მანძილზე არ იცვლება. მაგრამ თვითონ კუნძული ძალიან ნელა მიემართება აღმოსავლეთის მიმართულებით. გამოკვლევების მიხედვით ბოლო 200 წლის მანძილზე იგი ნელა და შეუმჩნევლად “მიხოხავს" ათეულზე მეტი მილით. მისი გადაადგილების საშუალო სიჩქარე დაახლოებით 200 მეტრია წელიწადში.


image


imageimageimage
image




3
208
3-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
208
  
2013, 9 სექტემბერი, 14:33
არაფრის
2013, 9 სექტემბერი, 14:30
გმადლობ
2013, 9 სექტემბერი, 14:27
აი ეს კი საოცარი სტატიაა. გაიხარე
0 1 3