x
image
შუბითიძე1
მშრალი სახის კანის მოვლა
image ქალთა უმეტესობას მშრალი კანი აწუხებს, იმისთვის რო გვქონდეს ლამაზი სახის კანი და დიდხანს შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა, პირველ რიგში აუცილებელია გავიგოთ როგორი ტიპის სახის კანი გაქვთ და ამის მიხედვით მოვუაროთ კანს.


1.პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ მშრალი კანი არ უნდა დავიბანოთ ცივი წყლით და საპნით, სასურველია ოთახის ტემპერატურის წყალი.

2.უნდა დავლიოთ დაახლოებით დღეში 10 ჭიქა წყალი .

3.ზაფხულში კარგია დიდი რაოდენობით საზამთროს, მსხლის, ყურძნის მიღება, რადგან შეიცავს წყალს და ხელს უშლის კანს გამოშრობისგან.




imageმშრალი კანის მოსავლელი უამრავი კრემები და ნიღბებია, მაგრამ საკმაოდ ძვირი ფუფუნება, ამიტომ სახლის პირობებში მოვამზადოთ ნიღბები მშრალი კანისთვის.


1. სახეზე თხლად წავისვათ არაჟანი, რომელიც ხელს შეუწყობს თქვენი კანის დარბილებას.

2.ზეითუნის ზეთს შეურიეთ იმავე რაოდენობის თაფლი და მოამზადეთ თხელი მასა, რომელიც უნდა შევათბოთ ოდნავ, ამ მასაში დავასველოთ მარლა და დავიფინოთ სახეზე, 15-20 წუთი გავიჩეროთ და შემდეგ ქაღალდის ხელსახოცით დაისველეთ სახე და ჩამოიწმინდეთ სახის ლოსიონით.

3.გერკულესი და ზეითუნის ზეთი აურიოთ ერთმანეთს, წავისვათ სახეზე, გავიჩეროთ 20 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ.

4.გავხეხოთ 3 ცალი ვაშლი, დავიდოთ სახეზე 20 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ.

0
1317
1-ს მოსწონს
ავტორი:შუბითიძე1
შუბითიძე1
1317
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0