x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
სალათი "კაპრიზი"
imageმინდა შემოგთავაზოთ გემრიელი, სწრაფად მოსამზადებელი და ნაკლებად კალორიული სალათის რეცეპტი, რომელიც ნამდვილად დააკმაყოფილებს ყველაზე პრეტენზიული და კაპრიზი გურმანების გემოვნებას.

სალათის მოსამზადებლად საჭიროა შემდეგი ინგრედიენტები:

300 გრამი ქათმის ფილე

2 საშუალო ზომის ხახვი


4 ცალი კვერცხი

1 ცალი ბულგარული წითელი წიწაკა

200 გრამი მაიონეზი

1 ქილა კონსერვირებული თეთრი სოკო

მარილი გემოვნებით

შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

ქათმის ფილე მოვხარშოთ კარგად, გავაციოთ და დავჭრათ პატარა ნაჭრებად.(შეიძლება ხელითაც დავჩლითოთ). კვერცხი მოვხარშოთ მრგვალად, გავაცივოთ და დავჭრათ პატარა კუბიკებად. ხახვი დავჭრათ და მოვშუშოთ ცოტაოდენ ზეთში. დავამატოთ კონსერვირებული თეთრი სოკო და ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე. ვაცალოთ გაციება. ბულგარული წიწაკა დავჭრათ პატარა მოგრძო ნაჭრებად.

სალათის გაფორმება:

ფართო სასალათეზე მოვათავსოთ პროდუქტები ფენა-ფენა: მოშუშული სოკო, ქათმის ფილე, კვერცხი, ბულგარული წიწაკა. ყველა ფენას მოვაყაროთ მწიკვი მარილი და მოვასხათ მაიონეზი. მოვაყაროთ ცოტაოდენი შავი წიწაკა. სალათის ზედაპირი გავაფორმოთ კამის ტოტებით.

მიირთვით გემრიელად!

2
444
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
444
  
2013, 8 სექტემბერი, 23:06
ნწუ, მე დავასწარი:D
2013, 8 სექტემბერი, 23:05
აყევით ხომ ცხვედოს? :D
0 1 2