სხვა ყველაზე გავრცელებული ცრურწმენები მსოფლიოში 2013, 5 სექტემბერი, 21:41 1. ცხენის ნალი-წარმატება
ზოგიერთ ადამიანს სჯერა რომ მიიზიდონ სახლში ბედნიერება და განთავისუფლდნენ ღამის კოშმარებისგან საჭიროა რომ საძინებელ ოთახში ან შესასვლელ კართან ჩამოკიდოს ცხენის ნალი, ზემოთ მიმართული დაბოლოებით. ეს ცრურწმენა დაკავშირებულია იმასთან რომ ნალს შვიდი ხვრელი აქვს და შვიდი–ბედნიერი რიცხვია. იგი რკინისგანაა გაკეთებული და ითვლება რომ რკინა ავ სულებს განდევნის, რომლებიც მოდიან ღამის კოშმარების დროს. 2. პარასკევი, 13 რიცხვი პარასკევი დღისა და 13 რიცხვის ცრურწმენა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დაიბადა. სინამდვილეში ეს მხოლოდ თეორია და ვარაუდებია. მაგრამ მისი გავლენა დიდია. ადამიანების უმრავლესობა ამ დღეს სერიოზულ საქმეებს გაურბის. (საქმიან შეხვედრებს, პაემანს, ბანკეტს და სხვ.) იმ რწმენის გამო რომ რომ ეს დღე დაწყევლილია და მხოლოდ უბედურება მოაქვს. 3. ზარების რეკვა როდისმე დაფიქრებულხართ რომ ზარების რეკვა ასოცირდება ქორწილებთან და განსაკუთრებულ შემთხვევებთან? როგორც ჩანს ზარების რეკვა-ფართოდ გავრცელებული რწმენით განდევნის ბოროტ სულებს. ეს რწმენა წარმოიშვა დედოფალ ელისაბედის მმართველობის დროს. ზარები რეკდნენ ლოცვებისა და ბოროტი სულების განდევნის დროს. 4. ფრინველების სკორე-სიმდიდრის ნიშანი ადამიანებს ასეთი რწმენა გააჩნიათ რომ თუ ფრინველის სკორე დაეცემათ ან მათი მანქანა, ან სხვა ნივთი იქნება დამშვენებული ამით-ეს კარგის ნიშანია ფულთან მიმართებაში. 5. შავი კატა-წარუმატებლობა პრაქტიკულად ყველამ იცის რომ თუ შავი კატა გზაზე წინ გადაგირბენთ-ეს წარუმატებლობის ნიშანია. ეს ცრურწმენა შუასაუკუნეებიდან მოდის. ეს მომდინარეობს იმ ცრურწმენიდან რომ მარტოხელა ქალები (ხანშიშესული), რომლებსაც ბევრი კატა ჰყავთ, ჯადოქრები არიან რომლებსაც უნარი შესწევთ თვითონ გადაიქცნენ კატად. ამ აზრის საფუძველზე შავი კატა, რომელმაც გზაზე გადაგირბინათ შესაძლოა ჯადოქარი აღმოჩნდეს. 6. სამი სიგარეტის მოწევა ერთი ასანთით-უიღბლობაა. პირველ მსოფლიო ომში ითვლებოდა რომ სამი სიგარეტის მოკიდება ერთი ასანთით უბედურების მომასწავებელი იყო. ამბობდნენ რომ მესამე სიგარეტს როცა მოუკიდებდნენ სნაიპერი კარგად მოახერხებდა დამიზნებას და ჯარისკაცის მოკვლას. 7. გადაჯვარედინებული თითები-წარმატების ნიშანი თითების გადაჯვარედინება-ეს წარმატების ჟესტია. ამ ნიშნით მორწმუნეები ერთმანეთს ამოიცნობდნენ. დღევანდელ დღეს გადაჯვარედინებულ თითებს გამოიყენებენ, როგორც ნიშანს “თეთრი ტყუილის". ეს მოდის იმ რწმენიდან რომ ქრისტიანული ჯვარს შეუძლია ჯოჯოხეთიდან იხსნას ტყუილისაგან მოწამლული. 8. ფოტოგრაფია-სულის გალია მე-19 საუკუნის დასაწყისში იქნა გამოგონილი ფოტოგრაფია. ადამიანებს მთელ მსოფლიოში უსაფუძვლოდ და აუხსნელად სჯეროდათ რომ თუ ვინმეს ფოტოს გადაუღებდნენ, მას სულს ართმევდნენ. ამ ლოგიკით თუ მტერს თქვენი ფოტო გააჩნდა ის არამარტო თქვენი სულის პატრონი იყო, არამედ მას თქვენი სულის მართვაც შეეძლო. კიდევ კარგი ეს მხოლოდ რწმენა იყო რადგან რომ წარმოვიდგინოთ ახლა რამდენ ადამიანს შეეძლებოდა სხვა ადამიანის სულის მართვა. 9. გატეხილი სარკე სარკე-ეს არის არის ნივთი რომელიც მისტიურად იწოვს ჩვენს სულს. რა ხდება მაშინ როცა ის ტყდება? ზოგიერთი ცრურწმენის მიხედვით რომ სარკის მიერ დაჭერილი სულები არასასიამოვნო გავლენას ახდენენ ჩვენს ბედზე. თქვენ გგონიათ რომ გაანთავისუფლებთ მათ? არაფერი ამის მსგავსი, ყოველი მათგანი რჩება მის შიგნით. 10. ხელისგულების ქავილი არსებობს რწმენა რომ თუ მარჯვენა ხელის გული გექავებათ-დაკარგავთ ფულს, თუ მარცხენა ხელისგული-ფული თქვენ გიპოვით... 334 2-ს მოსწონს
|