სალათები სალათი "ასტრა" 2013, 5 სექტემბერი, 19:40 ინგრედიენტები: ქათმის მკერდის ფილე-1 ცალი საშუალო ზომის პომიდორი-2 ცალი ნიორი-2 კბილი მოხარშული კვერცხი-4 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა-1 ცალი მარილი-გემოვნებით თეთრი პურის ორცხობილა-1 ჭიქა მაიონეზი-3 სუფრის კოვზი მომზადება ქათმის ფილე მოვხარშოთ, დავჭრათ წვრილად.პომიდორი დავჭრათ პატარ-პატარა ნაჭრებად. ნიორი დავაქუცმაცოთ. კვერცხი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე .ბულგარული წიწაკა დავჭრათ კუბიკებად. ორცხობილა მოვამზადოთ 3 ნაჭერი თეთრი პურისაგან: დავჭრათ კუბიკებად პური, დავასხუროთ ცოტაოდენი წყალი და მოვაყაროთ მარილი, გამოვახმოთ ტაფაზე. დავაწყოთ ფენებად სასალათეზე: ქათმის ფილე, პომიდორი, ბულგარული წიწაკა, ნიორი, ორცხობილა. მოვაყაროთ მარილი.ყველა ფენას მოვასხათ მაიონეზი. მიირთვით გემრიელად 463 13-ს მოსწონს
|