x
image
თამარი555
ყველაზე აუხსნელი ფოტოები მსოფლიოში
1.უცნობი მეამბოხე (5 ივნისი 1989)



image


ეს ფოტო გადაღებულია საერთო მღელვარებისას ტიანანმენის მოედანზე პეკინში 1989 წელს. ვიღაც უიარაღო ადამიანმა ნახევარი საათის განმავლობაში, მარტოდმარტომ გააჩერა ტანკების კოლონა. მისი შემდგომი ბედი და პიროვნული მონაცემები საიდუმლოდ დარჩა. მაგრამ ეს ფოტო იყო გამოქვეყნებული პრაქტიკულად მსოფლიოს თითქმის ყველა დიდ გამოცემებში. თვითონ უცნობი მეამბოხე კი იქცა ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლის სიმბოლოდ.




2.სერა გოდარის ესკადრონი (1919, დაიბეჭდა 1975)



image


ეს არის ესკადრონ გოდარის ჯგუფური ფოტო, რომელიც იბრძოდა I მსოფლიო ომის დროს. იგი შეიცავს ერთ დამაინტრიგებელ დეტალს: სულ ზემოთ ერთ-ერთი ოფიცრის სახე შეიძლება შეამჩნიოთ, რომელზეც ესკადრონის წევრებმა თავისი ყოფილი მექანიკოსი ფრედი ჯეკსონი ამოიცნეს, რომელიც გარდაიცვალა ორი დღით ადრე ვიდრე ამ ფოტოს გადაიღებდნენ. იმ დღეს კი როცა ამ ფოტოს იღებდნენ ჯეკსონის დაკრძალვის ცერემონიალი მიმდინარეობდა.




3. შავი რაინდი (11დეკემბერი 1998)


ამოუცნობი ობიექტის პირველმა ფოტომ მიიღო სახელწოდება “შავი რაინდი". ეს იყო პირველი დედამიწის თანამგზავრი. აშკარად არის გამოსახული ამოუცნობი ობიექტი, რომელის არ შეიძლებოდა სსრკ-ს ან აშშ-ს თანამგზავრი ყოფილიყო. ბევრი დაკვირვების შემდეგ დაამტკიცეს რომ იგი ხელოვნური წარმოშობისაა.


image

image

image



4. კოსმონავტი სოლუეი-ფერტი (23 მაისი 1964)



image


1964 წელს ბრიტანელი ჯიმი ტამპლტონის ოჯახმა გადაწყვიტა სეირნობა სოლუეი-ფერტის ყურეში. სადაც კოდაკით გადაუღეს ფოტო თავის ხუთი წლის გოგონას. ტამპლტონები ამტკიცებდნენ რომ მათ გარდა, ამ ჭაობიან ადგილას არავინ არ იმყოფებოდა. როდესაც ფირები გაამჟღავნეს ერთ-ერთ ფირზე გამოჩნდა უცნაური ფიგურა, რომელიც გოგონას ზურგის უკან ჩანდა. ანალიზმა აჩვენა რომ ფოტო არ ექვემდებარებოდა არანაირ ცვლილებას.



5. ხესდალენის ხეობის ცეცხლი (20 სექტემბერი 2007)


image


2007 წელს პედაგოგების, სწავლულების და სტუდენტების ჯგუფმა გაშალეს კარავი ნორვეგიაში იმ მიზნით რომ შეესწავლათ გამოუცნობი მოვლენა სახელწოდებით “ხესდალენის ცეცხლი".

ერთ-ერთი ნათელი ღამის დროს ბერნ ხაუგემ გადაიღო ეს ფოტო და გამოიყენა 30 წამი. სპექტრულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ობიექტი შეიცავს სილიკონს და რკინას. ეს არის ერთადერთი ინფორმაციული ფოტო “ ხესდალენის ცეცხლის". მკვლევარები დღემდე იმტვრევენ თავს თუ რა შეიძლება ეს რომ ყოფილიყო.

2
517
4-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
517
  
2013, 6 სექტემბერი, 13:25
გმადლობ
2013, 6 სექტემბერი, 13:09
ძალიან საინტერესო და დამაინტრიგებელი ფოტოებია.
0 1 2