სხვა თავგანწირვის შთამაგონებელი ისტორიები 2013, 5 სექტემბერი, 11:44 ზოგირთი ადამიანები მზად არიან მსხვერპლად შეეწირონ სხვების სიცოცხლეს.
1.ჯორდან რაისი როგორც მუელმარი ჯორდან რეისმა გმირობა ჩაიდინა წყალდიდობის დროს. მუელმარისგან განსხვავებით ჯორდანი მხოლოდ ცამეტი წლის იყო და საერთოდ არ იცოდა ცურვა. წყალდიდობა მის ოჯახს შეეხო კვინსლენდში (ავსტრალია) ავტომანქანით მგზავრობის დროს. ჯორდანი ხაფანგში აღმოჩნდა თავის დედასთან და პატარა ძმასთან ერთად. მალე მაშველებმა მიუსწრეს მათ და სცადეს გამოეყვანათ მანქანიდან ჯორდანი, მაგრამ მან უარი თქვა, მოითხოვა რომ ჯერ მისი ძმა გადაერჩინათ. სამწუხაროდ პატარა ძმის სამშვიდობოზე გამოყვანის შემდეგ დიდმა ტალღამ გადაუარა მანქანას და წაიღო იგი. ჯორდანი და დედამისი დაიღუპნენ. 2. პოლიციელი არტურ კასპრზაკი როდესაც ქარიშხალის დროს წყალდიდობა დაიწყო სენდში, 28 წლის პოლიციელი არტურ კასპრზაკმა წყლიდან ამოიყვანა და სახლის სახურავზე აიყვანა ექვსი მოზრდილი ადამიანი და ერთი ბავშვი-თავისი ახლობელი. შემდეგ გააცნობიერა რომ გადარჩენილთა შორის ვერ დაინახა თავისი მამა და ისევ დაეშვა ქვემოთ. მოგვიანებით კი გაირკვა რომ მამა დამოუკიდებლად გამოვიდა საშიში ზონიდან. თვითონ კასპრზაკი კი გარდაცვლილი ნახეს რამდენიმე საათის შემდეგ. 3. მუელმარ მაგალანსი 2009 წელს ფილიპინებზე მოხდა წყალდიდობების მთელი სერია. ერთ-ერთი წყალდიდობის დროს 18 წლის მუელმარ მაგალანსმა თოკი მიიბა თავის ქამარზე და ასე გადაარჩინა ოჯახის წევრები. შემდეგ კი შეეცადა გადაერჩინა მეზობლები ახლო მდებარე სახლებიდან. ის არ გაჩერებულა სანამ შეეძლო. უცბად კი დაინახა როგორ წაიყვანა დინებამ მისი დედა და პატარა ჩვილი. იგი კვლავ შეეცადა მათ დახმარებას. მაგრამ მან მეტი ვეღარ შეძლო და დაიღუპა. მუელმარმა 20-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინა დახრჩობას. 4. ალფრედ ვანდერბილტი ალფრედ ვანდერბილტი არისტოკრატული წრიდან იყო. იყო კარგი სპორტსმენი და ზღაპრულად მდიდარი ადამიანი. 1915 წელს იგი ლაინერით “ლუზიტანიი" გაემგზავრა საქმიან შეხვედრაზე. როდესაც გერმანული წყალქვეშა გემი შეეჯახა ლაინერს მან სწრაფად დაიწყო ჩაძირვა. ვანდერბილტი სწრაფად ჩაერთო სამაშველო ოპერაციაში. ეხმარებოდა მგზავრებს გადამსხდარიყვნენ სამაშველო კატარღებში და ჩაეცვათ მაშველი ჟილეტები. თავისი საკუთარი ჟილეტი კი მან უცნობ ქალს დაუტოვა (იგი ბოლომდე ჯენტლმენი დარჩა), რომელიც ბავშვთან ერთად იყო. მრავალჯერ უარი თქვა რომ კატარღაში თავისი ადგილი დაეკავებინა. და ეს იმ დროს როცა მან ცურვა საერთოდ არ იცოდა. 5.გმირები კინოთეატრიდან 2012 წელს ვინმე ჯემს ხოლმსმა სროლა ატეხა ქალაქ ავრორას (კოლორადო) კინოთეატრში. ფილმის პრემიერის დროს. როდესაც პირველად გაისმა სროლის ხმა, სამი ახალგაზრდა მამაკაცი ინსტიქტურად გადაეფარა თავისი სხეულით მათ მეგობარ გოგონებს, რითაც გადაარჩინეს მათი სიცოცხლე. 6.დოქტორი ლივიუ ლიბრესკუ ლიბიუ ლიბრესკუ იყო ვირჟინიის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ტექნიკური მეცნიერების ფაკულტეტისა და მექანიკის დოქტორი. 2007 წელს სტუდენტმა- ჩო შინ ხიმ უნივერსიტეტში სროლა მოაწყო, რის გამოც დაიღუპა 32 ადამიანი. 76 წლის ლიბრესკუ მთელი ძალით ცდილობდა რომ მკვლელი აუდიტორიაში არ შეეშვა, იგი კარებს იჭერდა, სანამ სტუდენტები გარეთ გაიქცეოდნენ. ჩო შინ ხიმ კარებში ისროლა და ხუთი ტყვია პროფესორს მოხვდა და გარდაიცვალა. 159 4-ს მოსწონს
|