სხვა გასაოცარი ,,ხილვის ეფექტი" 2013, 4 სექტემბერი, 21:51 ყველა მანამდე აღმოჩენილი ფსიქოლოგიური ეფექტებიდან, “ხილვის ეფექტი" აღიარებულია ყველაზე იშვიათად. მსოფლიოში მხოლოდ 534 ადამიანი ყოფილა იმ პირობებში, სადაც შესაძლებლობა იყო ამ ეფექტის განცდის ბედნიერებისა.
ასტრონავტებმა რომლებმაც დედამიწა იხილეს მთლიანად ორბიტიდან ან მთვარის ზედაპირიდან, აღწერენ დაუჯერებელ შეგრძნებებს და უსასრულო პერსპექტივის მასშტაბებს. ამ შეგრძნებას “ხილვის ეფექტი" უწოდეს. თვითონ ტერმინი მწერალ ფრენკ უაიტის მიერ იყო მოფიქრებული. “ხილვის ეფექტი" დიდ გავლენას ახდენს ადამიანზე, დააფიქრებს, შთააგონებს და აღვიძებს დადებით ემოციებს.
კოსმოსიდან დედამიწის დანახვა მთლიანად ცვლის ადამიანის დამოკიდებულებას სინამდვილესთან. ასტრონავტები სახლში ბრუნდებიან ახალი ხედვით იმის მიმართ, რომ ჩვენ ყველანი ვართ ნაწილი ერთი მთლიანის და შეგრძნებით ყველა კულტურული საზღვრების უაზრობის
. ფაქიზი დამოკიდებულებით ყველა ცოცხალის მიმართ და სურვილით რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს ირგვლივ მყოფ მთელ სამყაროს. 78 4-ს მოსწონს
|