სხვა ბალახის ხიდი 2013, 3 სექტემბერი, 21:07 სამხრეთ პერუს მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს ხეობაში ხიდი გაეკეთებინათ, რომელიც რამოდენიმე მოწყვეტილ სოფელს დააკავშირებდა ცივილიზაციასთან. ხიდის სიგრძე ოცდათექვსმეტი მეტრია და იგი მთლიანად ბალახისაგანაა დაწნული.
დაახლოებით ათასი ადგილობრივი მაცხოვრებელი იღებს მონაწილეობას ხიდის მშენებლობასა თუ დაწვნაში. ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული ნაწილია ხიდის აშენება-ტროსების გაბმა. ეს ყველაფერი მხოლოდ ხელით კეთდება, ყოველგვარი მექანიზაციის გარეშე და საკმაოდ შრომატევადია და მრავალი ადამიანის ერთდროულად მონაწილეობას მოითხოვს ხიდის აგებაში. 75 3-ს მოსწონს
|