x
image
პერსეპოლისი
ქეთა თოფურიამ საქორწინო კაბა პარიზიდან ორი უზარმაზარი ყუთით მიიღო.

image”ა-სტუდიოს” სოლისტის, ქეთა თოფურიასა და ბანკირ ლევ
გეიმანის ქორწილი ძალიან მალე, 9 სექტემბერს შედგება. მიუხედავად იმისა, რომ ქეთა და მისი მეუღლე უკვე ოფიციალურად ცხოვრობენ ერთად და ცოტახნის წინ ქეთამ ფეხმძიმობაც მოიგონა, მათ ქორწილი ჯერ არ ჰქონიათ.შესაბამისად, ნეფე-პატარძალი გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადება და რა თქმა უნდა, საზოგადოების ყურადღების ცენტრში არიან.ჟურნალისტებს არ გამოჰპარვიათ მომღერლის საქორწინო კაბის საფრანგეთიდან ჩამოტანის ფაქტი და ფოტოკამერებით, აეროპორტში
დააფიქსირეს ორი უზარმაზარი ყუთი, სადაც ქეთას კაბა არის მოთავსებული. გარდა ამისა, გზავნილი
პარიზიდან, მომღერალმა თავად განათავსა ინსტაგრამში.
გოგონა, რომელსაც კაბის ადგილზე მიტანა ევალებოდა, გზავნილის
დანახვისას შოკში ჩავარდა - წერს ქეთა თოფურია.

image

ქეთას საქორწინო კაბის დიზაინერი ჯერ-ჯერობით უცნობია.თუმცა.ცნობილია ვინ იქნება მისი ქორწილის თამადა. ქორწილს ალექსეი ჩუმაკოვი გაუძღვება, რომელიც მომღერლის
ახლო მეგობარი არ არის.ის ქეთამ, როგორც საპატიო ადამიანი, ისე მიიწვია. ჩუმაკოვი და მისი მეგობარი - იულია კოვალჩუკი ერთ-ერთი პირველნი არიან, ვინც ქეთასა და ლევის ქორწილის
მოსაწვევები მიიღეს.
ქეთა თავის მეუღლესთან ერთად ყველაფერს აკეთებს, რომ
დაუვიწყარი ქორწილი ჰქონდეთ.

0
104
1-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0