x
image
თაზუ
ბედნიერების ხუთი საიდუმლო
image

კალიფორნიის ფსიქოლოგებმა გამოიტანეს დასკვნა, რომ შეიძლება ბედნიერების კონტროლი და ასევე მისი შენარჩუნება, გარკვეული ქმედებებით. ადრე ითვლებოდა, რომ ეს შეუძლებელია. მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბედნიერების ხუთი საიდუმლო.

1. პირველ რიგში უნდა გახდეთ მადლიერი.

მადლიერების გამოხატვა აძლევს ადამიანებს საშუალებას შეინარჩუნონ ბედნიერების შეგრძნება რამოდენიმე კვირა, ან თუნდაც რამოდენიმე თვე.


2. ოპტიმიზმი - მეორე წინაპირობაა ბედნიერი ყოფისთვის.

მნიშვნელოვანია, წარმოიდგინოთ თქვენი მომავალი, ისეთი, როგორსაც ისურვებდით.

3-4. შეგეძლოთ გიხაროდეთ საკუთარი წარმატება და არ გავიწყდებოდეთ თქვენი ძლიერი მხარეები, კიდევ ორი მნიშვნელოვანი პუნქტია.

ყოველდღიური, თუნდაც მცირე წარმატება შეგიძლიათ ჩამოწეროთ ფურცელზე. ეცადეთ ხშირად მიმართოთ იმ საქმიანობას, რომელშიც ძლიერი ხართ.

5. მეხუთე პუნქტს კეთილი საქმეების კეთება წარმოადგენს.

გამოთქმა "სიკეთე და სხვისი დახმარება ყოველთვის უკანვე გვიბრუნდება" -მართალია, ახსნეს ფსიქოლოგებმა. ექსპერიმენტები ნათლად ასახავდნენ, რომ ადამიანის დიდსულოვანი საქციელი დიდი ხნით ამაღლებს კარგ განწყობას.


1
117
2-ს მოსწონს
ავტორი:თაზუ
თაზუ
117
  
2013, 31 აგვისტო, 1:17
მე5 პუნკტით დავიწყებდი
0 1 1