სხვა სურვილების ასრულების შვიდი ადგილი მსოფლიოში 2013, 30 აგვისტო, 13:37 მთელ პლანეტაზე ასეულობით ჯადოსნური ადგილია, რომლებსაც სურვილების ასრულების სასწაულებრივი თვისება გააჩნიათ. ყოველ მათგანთან მისვლისას საჭიროა გარკვეული რიტუალის ჩატარება. სად უნდა შეეხო ნივთს, სად უნდა შემოუარო ქანდაკებას გარშემო, ან შეეხო და ა.შ.
ჩაფიქრებული სურვილის ასრულების გარანტია არ არსებობს მაგრამ არის ამაში რაღაც მისტიური და საინტერესო.
1. ჯულიეტას ქანდაკება. (იტალია, ვერონა) სურვილის ჩაფიქრებისას ჯულიეტას სკულპტურას საათის ისრის მიმართულებით მარჯვენა მკერდს წმინდავენ ქსოვილით ან შეტყობინებას ტოვებენ. დღევანდელ დღეს კი სურვილის დატოვება მუზეუმში შეიძლება ჩანაწერის სახით. 2. ბრემენის მუსიკოსები.(გერმანია. ბრემენი) გსურთ ბედნიერება?-შეეხეთ ნებისმიერი მხრიდან ამ ქანდაკებას, რომელიც მდებარეობს ბრემენის სავაჭრო მოედანზე. ანალოგიური სკულპტურა არის რიგაშიც. 3. გარეული ღორი (ფლორენცია, იტალია) ფლორენციაში მდებარე გარეული ღორის ქანდაკება სურვილს აუსრულებს ყველას ვინც მონეტას დაუდებს მას ენაზე რომ ის პირველივე ჯერზე ჩამოვარდეს ქვემოთ რკინის ბადეში. 4. მილანის მოზაიკური იატაკი (იტალია, მილანი) რომ ასრულდეს სურვილი მარცხენა ქუსლით უნდა დაადგეთ ხარს მონიშნულ ადგილას. და სამჯერ უნდა შემოტრიალდეთ. 5. ტუნესი და შელი (გერმანია. კელნი) ეს ორო სტატუა ტუნესისა და შელის, კელნში ყველას აუსრულებს სურვილს თუ შეასრულებთ მარტივ რიტუალს. უნდა დააბიჯოთ ფეხი ორივეს, ერთ-ერთს ცხვირზე მოკიდოთ ხელი და რამოდენიმე წამით უნდა შეინარჩუნოთ წონასწორობა. 6. სურვილების ასრულების სავარძელი.(უკრაინა) ეს სავარძელი უკრაინაში მდებარეობს. რომ სურვილები აგისრულდეთ უბრალოდ უნდა ჩაჯდეთ ამ სავარძელში. იგი ბერდიანსკის სანაპირო მოედანზე მდებარეობს. 7. ჯადოქრები (პრაღა, ჩეხეთი) სურვილები რომ შეგისრულდეთ არა მარტო ქანდაკებებს შეუძლიათ მისი განხორციელება, არამედ ცოცხალ ადამიანებსაც. მაგალითად პრაღის ბუხრის მწმენდავებს და მელამპარეებს. თვლიან რომ თქვენი სურვილი აუცილებლად ასრულდება თუ “ჯადოქრებიდან" ღილს აიღებთ. არ უნდა შეგრცხვეთ! ადგილობრივი “ჯადოქრები" არ გაოცდებიან თქვენი ასეთი საქციელით. 195 4-ს მოსწონს
|