x
image
თამარი555
7 საოცარი საქორწინო ტრადიცია მსოფლიოში
მსოფლიოს ყველა ხალხებსა და ქვეყნებში არც ისე იშვიათად ცრემლების თანხლებით ტარდება ხოლმე ქორწილი. მაგალითად ჩინეთში ეს რიტუალი ანუ ტირილით ქორწინება აბსოლუტიზმამდე მიდის. ქორწილამდე ერთი თვით ადრე საპატარძლომ ყოველ დღე ერთი საათით უნდა იტიროს. ათი დღის შემდეგ მას დედა უერთდება და კიდევ ათი დღის შემდეგ კი უფროსი თაობის წარმომადგენელი–ბებია. თვის ბოლოს კი ოჯახის ყველა ქალი პატარძლის გარშემო დგებიან და ტირიან. ისინი ტირილით თავისებურ სიხარულს გამოხატავენ და სხვადასხვა ტონალობაში სიმღერის სახით გადმოსცემენ.


1. ჩინეთი. საქორწინო ტირილი.


image



2. შოტლანდია. ახალგაზრდების “გაშავება."



image


შოტლანდიაში ქორწილამდე ახალგაზრდებს ყველაზე უსიამოვნო საგნებს და ნივთებს აყრიან თავზე: ტალახი, ნაგავი, გაფუჭებული საკვები.. მათი მეგობრები ამ ყველაფერს აყრიან თავზე საქორწინოდ გამზადებულ წყვილებს და შემდეგ კი ხეზე აბავენ. შოტლანდიის ზოგიერთ კუთხეში ამ დამცირებას კლასიკურ წინასაქორწინო ტრადიციად თვლიან.

თუ ამას გაუძლებს წყვილი ისინი ქორწინების სირთულეებსაც ადვილად გადაიტანენ!


3. აფრიკა. პატარძლის გამოკვება.


image


აფრიკაში რაც უფრო მსუქანი იქნება პატარძალი უკეთესია. მათ აიძულებენ რაც შეიძლება დიდი პორცია მიირთვან. მაგალითად ნიგერიაში ქმრებს ურჩევნიათ რაც შეიძლება მსუქანი ცოლი ჰყავდეთ.

და არ აქვს მნიშვნელობა ეს ჯანმრთელობაზე იმოქმედებს თუ არა. როცა სრულწლოვანი ხდებიან გოგონები მსუქნებს მეტი შანსი აქვთ რომ ოჯახმა ისინი უფრო დიდ ფასად გაყიდოს.


4. ინდოეთი. გათხოვება ხეზე.


image


ინდოეთის ზოგიერთ რეგიონში თვლიან რომ ქალი როცა იბადება დაწყევლილია და რომ მოიხსნას წყევლა იგი პირველად ხეზე უნდა დაქორწინდეს. შემდეგ ამ ხეს გაანადგურებენ და ამის შემდეგ ქალი სრულფასოვანი ხდება და მზადაა გათხოვებისათვის.(საწყალი ხეები)


5. ინდონეზია. ფეხის განბანვა.


image


ინდონეზიაში საპატარძლომ თავისი ნათესავებისა და მეგობრების თვალწინ საქმროს ფეხები უნდა განბანოს. თავდაპირველად კი იგი უმ კვერცხზე უნდა დადგეს რომ პროცესი უფრო რთულად წარიმართოს.


6. ყენია. ცოლის ტანსაცმლის ჩაცმა.


image


სასიამოვნო ტრადიციაა ქალთა უფლებების დამცველთათვის: ყენიის ზოგიერთ ტომში ასეთი ტრადიციაა რომ ახალგამომცხვარმა ქმარმა ცოლის ტანსაცმელი უნდა ატაროს ქორწინებიდან ერთი თვის მანძილზე. იგულისხმება რომ ეს დაეხმარება გაიგოს მან თუ რა მძიმეა ქალად ყოფნა.


7. ეთიოპია. თიხის დისკები ტუჩებზე.


image


ეთიოპიის ერთ-ერთ ტომში სურმა, არსებობს ასეთი ტრადიცია საპატარძლო იდიდებს თავის ტუჩს, ამოიღებს ქვედა ორ კბილს და ტიხის დისკს იდებს ტუჩზე. ამ დისკის ზომა შეიძლება 30 სანტიმეტრიც იყოს. ითვლება რომ ეს დისკი იცავს საპატარძლოს ავი სულებისაგან.

2
937
4-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
937
  
2013, 30 აგვისტო, 10:37
დიდი მადლობა თქვენ.
2013, 30 აგვისტო, 10:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2