x
image
თამარი555
ყველაზე გამოუცნობი მთა-კაილაში


image


ტიბეტი- ეს ის ჯადოსნური ადგილია სადაც თავმოყრილია ყველაზე გამოუცნობი და საიდუმლო მოვლენები დედამიწაზე. ტიბეტის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს მისტიური მთა-კაილაში. ყველაზე წმინდა და გიგანტური წარმონაქმნი რომელიც გეოგრაფიულად განლაგებულია მიუწვდომელ ადგილას და არის მთავარი წყალგამანაწილებელი მთელ სამხრეთ აზიაში.


image


მთას სწორი ოთხკუთხედი პირამიდის ფორმა აქვს რომელსაც გლუვი ზედაპირი გააჩნია და დაფარულია მუდმივად ყინულითა და თოვლით. ოთხი მდინარე ტიბეტის, ინდოეთის და ნეპალის მოედინება მთა კაილაშიდან. მის შუა ნაწილში დიდი კიბეები გამოისახება. მისი მწვერვალი დაუპყრობელია. წმინდა წერილებში ასეა მოხსენიებული რომ-არავინ და არასოდეს არ ავა მის მწვერვალზე რომ არ შეიცნოს საიდუმლო.



image


ბევრჯერ იყო ალპინისტების მცდელობა დაეპყროთ კაილაშის მწვერვალი მაგრამ მალე დაიღუპნენ ისინი მთიდან ჩამოსვლის შემდეგ. ამიტომ ძნელია არ დაიჯერო და არ ირწმუნო ამ ძალიან იდუმალი და მისტიური მოვლენის შესახებ როდესაც მთა არც ისე მაღალია და ალპინისტების ტექნიკური აღჭურვილობაც ყველაზე თანამედროვე.

კაილაშის მწვერვალის დაპყრობის წინააღმდეგ გამოვიდა გაერო, საერთაშორისო ორგანიზაციები, დალაი-ლამა და სხვა მორწმუნეები, რომლებიც მთას წმინდად და ღვთიური ძალებით შექმნილად თვლიან.


image


კაილაშის მთა ბევრ რელიგიებში წმინდა ადგილად ითვლება. ისეთი ძველი რელიგიების მიმდევრები როგორიცაა ნეპალი და ჩინეთი მას ეთაყვანება და რიტუალურ მსვლელობებს აწყობენ მის გარშემო. ინდუსები, ბუდისტები, ჯაიანიზმის მიმდევრები მას “დედამიწის ღერძს" უწოდებენ და თაყვანს სცემენ მას როგორც “დედამიწის გულს." რელიგიური დღესასწაულის დროს აქ ათასობით მომლოცველი იკრიბება მთელი მსოფლიოდან.

4
470
4-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
470
  
2013, 29 აგვისტო, 22:59
გმადლობ
2013, 29 აგვისტო, 22:59
საინტერესო და კარგი სტატიაა!!!
2013, 29 აგვისტო, 18:39
კი ასეა.
2013, 29 აგვისტო, 18:31
ნამდვილად ძალიან საინტერესო ადგილია, დოკ.ფილმი მაქვს ნანახი ამ მთაზე. : )
0 1 4