ქალი და მამაკაცი მაიკლ ბაბლსა და ლუსიანა ლოპილატოს ვაჟი შეეძინათ 2013, 28 აგვისტო, 14:57 კანადელი მომღერალი მაიკლ ბაბლი და მისი ცოლი ლუსიანა ლოპილატო მოლოცვებს იღებენ. მათ გუშინ პირველი ვაჟი-ნოა შეეძინათ. ნოა ქვეყანას ვანკუვერში მოევლინა. ოჯახის ფოტო, სრული შემადგენლობით მომღერალმა იმავე დღეს გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში შემდეგი კომენტარით:
"ჩვენ სავსე ვართ სიხარულითა და მადლიერებით. ჩვენი შვილი- ნოა დღეს დილით მოევლინა ქვეყანას ვანკუვერში, კანადა."
მაიკლი და ლუსიანა, 26 წლის არგენტინელი მომღერალი და მსახიობი, რომელსაც ქართველი საზოგადოება სერიალ "მეამბოხე სული"-დან იცნობს, 2011 წლის მარტში დაქორწინდნენ, ხოლო 2013 წლის იანვარში გამოაცხადეს, რომ ელოდებიან შვილს.
უკანასკნელ ინტერვიუში მაიკლმა განაცხადა, რომ ბოლო დღეები იგი გამუდმებით ცოლთან ერთად იყო, რადგან არ უნდოდა გამოეტოვებინა მშობიარობის დაწყების მომენტი:
"მე ვნერვიულობდი, რადგან ლუსიანა უცხო ქვეყანაშია. ხალხი ლაპარაკობს ენაზე, რომელიც მისთვის მშობლიური არ არის. ამიტომაც მინდოდა მის გვერდზე ვყოფილიყავი და მენუგეშებინა.". მოდით, წარმატება ვუსურვოთ ახალგაზრდა დედ-მამას და მივულოცოთ შვილის შეძენა. გთავაზობთ ასევე რამოდენიმე სურათს, რომელიც ვარსკვლავმა ფეხმძიმობისას გადაიღო: 144 5-ს მოსწონს
|