სიახლეები პერმანენტული ღიმილი - ახალი ტრენდი პლასტიკურ მედიცინაში 2013, 25 აგვისტო, 13:33 სამხრეთ კორეაში ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარული გახდა პლასტიკური მედიცინის კიდევ ერთი "მიღწევა" - პერმანენტული ღიმილი: ექიმები მცირე ნაკვეთს აკეტებენ ტუჩის კუთხეებში, რის შედეგადაც სახე რიმილის ეფექტს იღებს. ასე რომ, მიუხედავად განწყობისა და ხასიათისა, ამ ოპერაციის შემდეგ ადამიანი მუდმივად გაღიმებული რჩება...
სამხრეთ კორეული პლასტიკური ქირურგიის კლინიკა Aone-ს დაკვეთით დამზადებული სარეკლამო რგოლის მიხედვით, ოპერაცია გათვალისწინებულია იმათთვის, ვისი ტუჩის კიდეების ბუნებრივი მოყვანილობა სახეს მოღუშულიბის იერს სძენს. ვიდეორგოლის მიხედვით ეს პროცედურა იდეალურია იმათთვის, ვისაც კომპლექსები აწუხებს ტუჩების მოყვანილობასთან დაკავშირებით და არ არის დარწმუნებული თავისი ღიმილის მომხიბვლელობაში. სეულელი ქალბატონების განსაკუთრებული მიდრეკილება პლასტიკური ოპერაციებისადმი მსოფლიოშია ცნობილი; აქ ყოველ მეხუთე ქალს გაკეთებული აქვს სხეულის რომელიმე ნაწილის პლასტიკური ოპერაცია. ქვემოთ მოყვანილია ფოტოები პერმანენტული ღიმილის ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ: 51 5-ს მოსწონს
|