x
image
ბელენაი
როგორი მამაკაცი ხიბლავს ანი ხუციშვილს
imageმინი ინტერვიუ ანი ხუციშვილთან:


ანი ხუციშვილი: საკუთარ გარეგნობაზე ყოველთვის ვზრუნავ, შესაბამისად, სახლში ვარ თუ გარეთ, ვცდილობ კარგად გამოვიყურებოდე. რაც მთავარია ყოველთვის ვვარჯიშობ, რათა ფორმა არ დავკარგო.


– როგორ კოსმეტიკას ხმარობ?


– ვხმარობ ხარისხიან კოსმეტიკას. მირჩევნია, ერთი მქონდეს და ხარისხიანი, ვიდრე ათი და უხარისხო.



– როგორი სურნელის სუნამო გიყვარს?


– ერთდროულად გრილი და ოდნავ ტკბილი სურნელის სუნამოები მიყვარს. ვხმარობ “შანელს" “შანსს", ქელვინ ქლაინის “ეიფორიას" და “ვერსაჩეს" “ბრაით კრისტალს". ასევე ვხმარობ “ეიფორიას" დუშ–გელებს. ძალიან მომწონს.


– მოგწონს მოვლილი მამაკაცები?


– საქართველოში მამაკაცების უმეტესობა რატომღაც თავს არ უვლის, თუმცა სუნამოს ისხავენ ხოლმე. მომწონს, როდესაც მამაკაცს ასხია გრილი სურნელის სუნამო. ასევე, როდესაც მამაკაცები უვლიან სახის კანს. იმ მამაკაცებმა, რომლებსაც მშრალი სახის კანი აქვთ, უნდა იხმარონ სახის კრემები. მოკლედ კაცმა თავს უნდა მოუაროს და ქალმაც. პირადათ ჩემზე დიდ ეფექტს ახდენს მამაკაცის სუნამო. შეიძლება ბიჭი მომეწონოს, მაგრამ ისეთი სუნამო ესხას, რომ სულ დამეკარგოს მასზე წარმოდგენა. სუნამოთი ყოველთვის ჩანს მამაკაცის გემოვნება.


– როდესაც ვინმე მოგწონს, უფრო მეტად იპრანჭები?


– თავს ყოველთვის ვუვლი, მაგრამ როდესაც ვინმე მომწონს, უფრო აქტიურად ვიპრანჭები, კრიტიკულიც ვხდები საკუთარი თავის მიმართ. თითქოს ამ დროს ქალი მამაკაცზე ხდება დამოკიდებული. თუმცა მე ჯერჯერობით ისე ვიქცევი როგორც მე მომწონს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველა ქალისთვის დიდი სტიმულია, როდესაც მას გვერდით საყვარელი მამაკაცი ყავს.

0
56
6-ს მოსწონს
ავტორი:ბელენაი
ბელენაი
56