x
image
ბელენაი
ნინა: ,,ჩემთან ყველა მამაკაცს აქვს შანსი"
imageმინი ინტერვიუ ნინა წკრიალაშვილთან:


როგორი კაცები მოგწონს და აქვთ თუ არა თქვენთან შანსი?



პირველ რიგში, უნდა იყოს მამაკაცური, ვერ ვიტან უსაქმურ ადამიანებს, ზედმეტად ამბიციურებს, უტვინოებს. ძალიან მიყვარს მშრომელი ხალხი, მამაკაცი, რომელსაც შეუძლია ქალის პატივისცემა და სიყვარული. ვიცი, რომ ბანალურია ეს ყველაფერი, რასაც ვამბობ, მაგრამ მე ასეთი კაცები მომწონს. რაც მთავარია, მამაკაცმა უნდა შეძლოს იმის მიღწევა, რომ შემიყვარდეს, რაც შეეხება შანსს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი გული თავისუფალია, ალბათ ყველა მამაკაცს აქვს შანსი, მაგრამ გააჩნია, ამ შანსს ვინ როგორ გამოიყენებს.



რა უნდა გააკეთოს მამაკაცმა იმისათვის, რომ შენი ყურადღება დაიმსახუროს?


ამაზე საერთოდ ბევრს არც ვფიქრობ, ეს არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი თემა. გულს ვერ უბრძანებ შეიძლება მოგეწონოს, შეიძლება არა.


როგორი დიასახლისია ნინა წკრიალაშვილი?


–რაც შეეხება ჩემს დიასახლისობას, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აბსოლიტურად ყველაფერი მეხერხება. 17 წლის ასაკში გავთხოვდი. მე და ჩემი მეუღლე მარტო ვცხოვრობდით და მაშინაც კი ვაკეთებდი ყველაფერს. არ მესმის იმ ქალების, რომლებიც საოჯახო საქმეებს არ, ან ვერ აკეთებენ. ჩემი აზრით, ქალს შეუძლია ყველაფრის კეთება, მთავარია, მოინდომოს. დღესაც, როცა დრო მაქვს, მე ვტრიალებ სამზარეულოში.


შენი თავი სექსუალურად მიგაჩნია?


არ ვთვლი, რომ ვარ სექსუალური, მიუხედავად იმისა, რომ ამას ბევრი აღნიშნავს. ჩემი აზრით, ვარ ჩვეულებრივი ქალი, რომელსაც, როგორც ყველა ქალს, აქვს რაღაც განსაკუთრებული.


ცოტა ხნის წინ ნინა წკრიალაშვილმა ტრაგიკულად დაღუპულ მეუღლეს, თენგო წივწივაძეს სიმღერა მიუძღვნა.


0
290
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ბელენაი
ბელენაი
290
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0