x
image
თამუნა გეწაძე
აზარტული თამაშების მოყვარული შვიდი "ვარსკვლავი''.
ამერიკელი ჟურნალისტების მიერ "პოკერის დედოფლად"აღიარებული მოლი ბლუმი, რომელიც ორგანიზებას უწევდა აზარტული თამაშების "აკრძალულ" ტურნირებს წიგნს უშვებს. წიგნში ის მოგვითხრობს იმ პოპულარულ ადამიანებზე, რომლებიც სერიოზულად იყვნენ და არიან გატაცებულნი აზარტული თამაშებით. როგორც აღმოჩნდა ასეთი ადამიანები საკმაოდ ბევრია.წარმოგიდგენთ, აზარტული თამაშების მოყვარულ, ჰოლივუდის ვარსკვლავების შვიდეულს.

image

ბენ აფლეკი.ოსკაროსანი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი.ის ჰოლივუდის ყველაზე საუკეთესო მოთამაშედ ითვლება.საუკეთესოდ თამაშობს პოკერს და ბლეკ-ჯეკს.2004 წელს მან მოიგო კალიფორნიის ჩემპიონატი პოკერში სადაც მონაწილეობდა 90 მოთამაშე მათ შორის პროფესიონალები და სახლში "წაიღო'' 365000 დოლარი.


image


მეტ დეიმონი აფლეკის საუკეთესო მეგობარია ისიც ხშირად სტუმრობს ასეთ "სათამაშო დაწესებულებეს".პოკერით ის დაინტერესდა კინოფილმის "შულერის"გადაღების დროს.ამ ფილმისათვის მას თამაში პროფესიონალმა მოთამაშემ ჯონი ჩანმა ასწავლა.მეტ დეიმონი ბენ აფლეკთან ერთად ხშირად მონაწილეობს საქველმოქმედო პოკერის ტურნირებში და მოგებულ თანხას რიცხავს სხვადასხვა ქველმოქმედებაში.


image

ლეონარდი დიკაპრიო თავისუფალ დროს ერთობა აზარტული თამაშებით. ის ხშირად მონაწილეობს "არაკანონიერ და აკრძალულ" საღამოებში თუ აზარტულ თამაშებში, მაგრამ ჯერჯერობით ახერხებს"წყლიდან მშრალად ამოსვლას"


image

მეთიუ პერი პოკერის საუკეთესო მოთამაშეა.ის ლას-ვეგასის კაზინო "ბელაჯიოს" ვიპ სტუმარია სადაც მსახიობი დახურულ ვიპ დარბაზში თამაშობს.

image

ჯორჯ კლუნი აზარტული თამაშებით ფილმის"ოუშენის 11 მეგობარის'' გადაღების შემდეგ დაინტერესდა, რომელშიდაც ბანდის მეთაურის როლს თამაშობს.ჯორჯ კლუნმა მისი გატაცება ბიზნესად აქცია და ლას- ვეგასში კაზინოს მფლობელი გახდა.ამბობენ, რომ ის ძალიან მკაცრია და არანაირ შეღავათებს არ უკეთებს "ცნობილ და გავლენიან" ადამიანებს.


image

ბრედ პიტიც თავისუფალ დროს ერთობა პოკერის თამაშით.ის მის მეგობარ კლუნთან ერთად, გახდა ლას-ვეგასში მყოფი კაზინოს მფლობელი და მასში 3 მილიონი დოლარი ჩადო. ამბობენ, რომ კლუნთან შედარებით პიტი უფრო ლმობიერია.

image

ეშტონ კატჩერი კარტს არ თამაშობს მაგრამ ნამდვილად აზარტული ადამიანია.ის აკეთებს "ფსონებს" სხვადასხვა თამაშებზე და საკმაოდ სოლიდურ თანხებს იგებს.ამით ის დროდადრო იუმჯობესებს მის ფინანსურ მდგომარეობას.

3
173
10-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
173
  
2013, 24 აგვისტო, 22:32
მადლობა ჩემო კარგო))) აწი ქალებსაც მოვიძიებ))
2013, 24 აგვისტო, 21:38
ძალიან კარგი სტატიაა. ისე ქალები აკლია ამ ნუსხას, ალბათ ნაკლებ აზარტულები არიან...
2013, 24 აგვისტო, 14:14
ბევრი მოწონებაააააააააააა
0 1 3