საზოგადოება ტენდენციები 2012, 30 აპრილი, 17:34 იცით რა მინდა? სულ მინდოდა მეკითხა, რას ფიქრობთ ტენდენციურად ქართულ რაღაცებზე აი, მაგალითად ასეთზე: ჩაბნელებული თბილისიდან წავიდა ვიღაც შტატებში ან ევროპაში, მერე აქეთ-იქით “ტრუპები" ათრია, ქუჩები დააწკრიალა... გავიდა წლები ცოტა გამოიმუშავა, დაბრუნდა საქართველოში და გვასწავლის!!! გვასწავლის დანა-ჩანგლის ხმარებას, ჩაცმას, სიარულის მანერას, თავშეკავებულ ღიმილს, კანონის პატივისცემას და .აშ. გადაგიხდის მადლობას ფინჯნის მიწოდებისთვის, მოგიბოდიშებს, რომ ხელი მოუხვდა(ფამილარულ გარემოში). ცოტათი მახსენებს არც თუ მაღალი დონის ერთ ქართულ სერიალს. თქვენ რას ფიქრობთ, ამ ადამიანებმა მართლა რაღაც ისწავლეს, ნახეს და ჩვენს განათლებას არიან მოწადინებული თუ საკუთარ ეგოს იკმაყოფილებენ იმ არაფრობის დასავიწყებლად იქ, “აღთქმულ მიწაზე" გაწნულ სილასავით რომ სდევდათ თან? დაწერეთ, რასაც ფიქრობთ, იქნებ ვცდები? მართლა მაინტერესებს ამაზე საზოგადოებრივი აზრი, იქნებ საერთოდ სხვა შეხედულების ბრძანდებით? 17 4-ს მოსწონს |
ჩვენტან საქართველოში მიუხედავატ იმისა რო ნებისმიერ შეუძლია ძალიან კულტურული იყოს მოცემულ სიტუაციაში..
მაინც არ ვიყენებთ ეთიკის ნორმებს
საზღვარგარეტ კი ყველა უნებლიედ ზრდილობიანი და დახვეწილია და რაცარუნდ აეცადო შენც იხვეწები ესეთ გარემოში... ამიტომ
მე არ მიკვირს და კი ალბათ ჩვენზე განათლებული არა მათ უბრალოდ შეითავსეს ეთიკის ნორმები