x
ივანიშვილის დროებითი პროექტები

პრემირ–მინისტრი ივანიშვილისთვის გაუგებერია ჟურნალისტებისა და ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება. 1 სექტემბერს "მეცხრე არხის" გათიშვის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა 22 აგვისტოს სააგენტო "ინფო9" განუცხადა, რომ ტელევიზიის თანამშრომლებმა იცოდნენ, რომ დაგეგმილი იყო ტელევიზიის გაყიდვა, მისი თქმით, მყიდველი არ გამოჩნდა, თუმცა მას არასაჯაროდ ეძებდა, ის რომ აჟიოტაჟი არ გამოეწვია და "ტელევიზიას ჩრდილი არ მიყენებოდა". საბოლოოდ ყველა მყიდველმა უარი თქვა წინა პარასკევს 19 აგვისტოს.

მისივე თქმით "მეცხრე არხის" შენახვა მას თვეში 1 მილიონი დოლარი უჯდებოდა და ჯამში 10 მილიონი დოლარი დახარჯა.მან აღნიშნა ისიც, რომ "ინფო9"–ც იყო დროებით პროექტი. ივანიშვილმა განაცხადა, რომ ტელევიზიის გაყიდვის საქმეზე სპეციალური ჯგუფი გამოყო, თუმცა მგონია, რომ ახლა ცარიელი ხმაურია ატეხიული" დასძინა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "მეცხრე არხის" მაუწყებლობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ჟურნალისტებმა 19 აგვისტოს პრემირ-მინისტრის განცხადენის შემდეგ, რამდენიმე საათში მიიღეს, როცა მან განაცხადა, რომ 1 სექტემბრამდე მისი ოჯახის კუთვნილებაში მყოფი არხი თუ არ გაიყიდებოდა დაიხურებოდა.

ბიძინა ივანიშვილი: " უმეტესობა იყო უმუშევარი, ბევრი არც იყო ჟურნალისტი და მისასალმებელია, რომ ჩვენთან ( მეცხრე არხში) ისწავლეს. მათ, როგორც სტუდია ისე გიარეს და მიიღეს გამოცდილება". "ჟურნალისტების რეაქცია იყო არაპროფესიონალური, იყვნენ კიდეც არაპროფესიონალები, პროფესიონალები ჩემი განცხადების მერე არხს არ დახურავდნენ, პატივი უნდა ეცათ მაყურებლისთვის.

0
28
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:გიორგი ქაროსანიძე
გიორგი ქაროსანიძე
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0