x
შ.ს.ს სოლოლაკში მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეს მალავს
პოლიცია სოლოლაკში მომხდარი სისხლიანი გარჩევის მონაწილეებს მალავს. სისხლიანი გარჩევა სოლოლაკში გვიან ღამით მოხდა. სამმა ახალგაზრდამ ცეცხლსასროლი იარაღით ვინმე ბაჩო სირაძე დაჭრეს, დაჭრილი კრიტიკულ მდოგმარეობაში იმყოფება.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია დამნაშავეებს ხელს აფარებს, რადგან ეჭვიტანილები სახელისუფლებო წევრებთან დაახლოებულები არიან.

ერთ–ერთი ეჭვიტანილი მინდია გოგოჭური, რომელიც სოლოლაკში ქურდული იდეების მატარებელი არის, ის ხელისუფლების ერთ–ერთი მაღალჩინოსანის ახლობელია, გოგოჭური კიდევ ერთ საქმეში ფიგურირებს, ის ეჭვიტანილი არის 21 წლის ზურა ტარყიშვილის მკვლელობაში.

სირაძის დაჭრაში ფიგურირებს კაჭარავა, გავრცელებული ინფორმაციით კაჭარავას დედა ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობს. კდევ ერთი ეჭვიტანილი არის გვარად შამათავა.


აღსანიშნავია, რომ სამართალდამცველებს არც ერთი მათგანი არ დაუკითხავთ, მეტიც ერთ-ერთი ინფორმაციით, სამივე მათგანს საშვალება მისცეს მიმალულიყვნენ. სოლოლაკში ღიად საუბრობენ იმაზე, რომ პოლიცია სირაძის დაჭრის ფაქტის მიჩქმალვას ცდილობს.

2
342
1-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი ქაროსანიძე
გიორგი ქაროსანიძე
342
  
2013, 23 აგვისტო, 12:13
მომწონს ასეთი სტატიები ... გაიხარე შენ, რომ სიმართლეს ამბობ
0 1 2