საქართველო ზუგდიდში პატიმრებს სოლიდარობა გამოუცხადეს 2012, 27 სექტემბერი, 19:01 დღეს ზუგდიდში პატიმრებს სოლიდარობა გამოუცხადეს და შეკრებილები იყვნენ ზუგდიდის ცენტრში სტუდენტები, მოსწავლეები და ''ქართული ოცნების'' მხარდამჭრები.თითქმის ყველა ქალაქში იმართება სტუდენტური აქციები, ისინი პროტესტს გამოთქვამს ამ ხელისუფლებაზე, მათი აქტიური გამოსვლებით და აქციებით, გადადგნენ მინისტრობიდან ბაჩო ახალაია და ხათუნა კალმახელიძე. თბილისში ყველა უნივერსიტეტის სტუდენტები გამოვიდნენ და ფართო მაშტაბიან აქციებს მართავენ და მათ შეუერთდნენ სხვა ქალაქების მცხოვრებნი. დღეს გახდა ცნობილი რომ ყველა უნივერსიტეტი ერთი კვირით წყვეტს სწავლას. 8 ოქტომბერს კი ყველა უნივერსიტეტი დაიწყებს სწავლას. ყველა ხვდება რომ საქართველოში თანდათან სიტუაცია იძაბება, რაც უფრო ვუახლოვდებით არჩევნებს მით უფრო იძაბება. რა მოხდება 2 ოქტომბერს? 13 1-ს მოსწონს
|