x
image
თამუნა გეწაძე
ნიკოლოზ რასტორგუევის ოჯახური "დრამა".

imageრუსული ესტრადის პოპულარული ანსამბლის "ლუბეს" ლიდერის ნიკოლოზ რასტორგუევის მეუღლემ აღიარა, რომ მთელი ცხოვრება მეუღლესთან "ბრძოლა" უწევს.ისინი ერთად ცხოვრობენ უკვე 23 წელია და ამ პერიოდის განმავლობაში მათ ცხოვრებაში ბევრი კარგი და ბევრი ცუდი რამე მოხდა. ნატალიას იმისთვის, რომ შეინარჩუნოს საყვარელი მეუღლე ბევრი ბრძოლა დასჭირდა. მომღერალი ძალიან ხშირად იმყოფება ალკოჰოლური სასმელების ზემოქმედების ქვეშ. ნატალია ყოველთვის იბრძვის, რომ როგორმე გადააჩვიოს იგი ამ მავნე ჩვევას. "ხანდახან ნებისყოფაც აღარ მყოფნის და ვიტყვი მორჩა გათავდა რაც უნდა ის უქნია"-ამბობს ის, მაგრამ შემდეგ ყველფერი თავიდან იწყება. პრაკტიკულად მან შეძლო გადაერჩინა ნიკოლოზი.4 წლის წინ მომღერალს ჩაუტარდა ურთულესი ოპერაცია, მას თირკმელი გადაუნერგეს და სასტიკად აუკრძალეს სპირტიანი სასმელები, მაგრამ მან ვერ შეძლო მთლიანად განთავისუფლებულიყო ამ მავნე ჩვევისაგან.ამ დროსაც მის გვერდით აღმოჩნდა მისი მეუღლე, რომელიც დღემდე იბრძვის საყვარელი მამაკაცის სიცოცხლისათვის.

0
116
7-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0