სხვა გაფრთხილება ტურისტებისათვის 2013, 20 აგვისტო, 18:32 21–საუკუნემ გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას რომ მთელი მსოფლიო დაახლოვა ერთმანეთს.
ტურიზმი და მოგზაურობა უფრო ხელმისაწვდომი გახდა ვიდრე ეს საბჭოთა კავშირის პერიოდში იყო. ადამიანებიც ამით სარგებლობენ და მოგზაურობენ არა მარტო კულტურით უფრო ახლო მდგომ ევროპაში, არამედ შორეულ ეგზოტიკურ ქვეყნებშიც.
ტურისტი ყოველთვის უნდა გრძნობდეს რომ სასურველი სტუმარია. მაგრამ იმ ქვეყნების კანონების და ჩვეულებების ცოდნაც რიგ შემთხვევებში აუცილებელია სადაც იმყოფება. ზოგჯერ ჩვენთვის უბრალო საქციელმა და ჩვეულმა ჟესტმა შეიძლება სრული გაუგებრობა გამოიწვიოს მასპინძელ ქვეყანაში. აქ ჩამოთვლილია მაგალითები რაც არ ღირს გააკეთოთ რიგ ქვეყნებში:
1.ჩვენთვის ცერა თითის მაღლა აწევა მხოლოდ წარმატების, გამარჯვების და პოზიტიურის აღმნიშვნელია. ირანში არ ღირს ამ ჟესტის გამოყენება. იქ ეს ძალიან დიდ შეურაცყოფად ითვლება. გავრცელებული წარმოთქმა “ ok " კი თურქეთსა და ბრაზილიაში შეიძლება ცუდად გაიგონ მისი ცოტა არადელიკატური მნიშვნელობის გამო. 2.ბუდისტურ ქვეყნებში არ შეიძლება თავზე შეეხოთ უცხო ადამიანს. მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ეს ძალიან საყვარელი ბავშვი იყოს. 3. ფილიპინებზე და მალაიზიაში მიღებული არ არის თითით რაიმეს ჩვენება. ადგილობრივები ამას თვალის მინიშნებით აკეთებენ. 4. იაპონიაში მიღებული არ არის სახლში ფეხსაცმლით შესვლა. ასე რომ როდესაც იაპონელთან მიდიხართ სახლში შეამოწმეთ რამდენად მთელი და მშრალია თქვენი წინდები. 5. იაპონიაში საჭიროა ჩხირების გამოყენება ჭამის დროს. მათთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი რიტუალია. და არასოდეს არ ჩადოთ ჩხირები ვერტიკალურად. ასე მხოლოდ დაკრძალვაზე აკეთებენ! 6. ბევრ ტურისტს უყვარს ჩაიცვას ადგილობრივი ნაციონალური ტანსაცმელი. აქაც ამის გამო შეიძლება სიურპრიზები დაგხვდეთ. მაგალითად ინდონეზიაში, ეროვნული სამოსის “ბატიკა"-ს ჩაცმა ჯარიმით განისაზღვრება. არგენტინაში კი მიუღებელია მიზეზის გარეშე მათი ეთნიკური სამოსის “გაუჩოს" ტარება. 7. ყვავილების თაიგული. არანაკლებ საფრთხის შემცველია ჩვეულებრივი თაიგული. მაგალითად შვეციაში, გერმანიაში, პოლონეთში მიხაკებს გლოვის ყვავილად თვლიან. იტალიაში, ესპანეთში და თურქეთში კი გლოვის დროს ქრიზანთემებს იყენებენ. ამიტომ საზღვარგარეთ პაემანზე წასვლას თუ დააპირებთ შეიძლება ხაფანგში აღმოჩნდეთ. 8. ირლანდიაში ძალიან ბრაზობენ როდესაც მათ ქვეყანას ინგლისის ერთ-ერთ კუნძულს უწოდებენ. გეოგრაფიულად ეს სრული სიმართლეა. მაგრამ ირლანდიელებს არ უყვართ როცა მათ ყოფილ დამპყრობლებს ახსენებენ. 9. არაბული ქვეყნები დიდი პოპულარობით სარგებლობენ ტურისტებში. არ ღირს მუსულმანს შესთავაზოთ ალკოჰოლური სასმელი, თუნდაც ძალიან კარგი. მათ თავისი რელიგია უკრძალავთ სასმელის მიღებას. 85 6-ს მოსწონს
|