x
image
პერსეპოლისი
რატომ და როდის იხურება მე-9 არხი.

imageდღეს, 19 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ „მე-9 არხი“ იხურება. ამასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საგანგებო განცხადება გაავრცელა:

„ახლა, როცა დგება ჩვენი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი ეტაპი – ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები, ჩვენმა ქვეყანამ დემოკრატიის კიდევ ერთი ტესტი უნდა ჩააბაროს. ეს არჩევნები უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, საქართველოს წინსვლის საწინდარი. ჩვენ ვალდებული ვართ ჩავატაროთ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ყველა წესის დაცვით, რომ არავინ, განსაკუთრებით ამომრჩეველმა, ეჭვი არ შეიტანოს მის სამართლიანობაში. ვგრძნობ იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც მაკისრია როგორც მთავრობის მეთაურსა და კოალიციის ლიდერს.
ყოველთვის მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ ქვეყნის პირველ პირებს საკუთარი ტელევიზია არ უნდა ჰქონდეთ, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ამას არ კრძალავს. პირადად მე და ჩემს ოჯახს ეს დიდ უხერხულობას გვიქმნის, რაც არაერთხელ განვაცხადე კიდეც.
არჩევნებში გამარჯვებისთანავე მე და ჩემს ოჯახს გვინდოდა გაგვესხვისებინა ტელეკომპანია “მე–9 არხი“ და საინფორმაციო სააგენტო “ინფო 9“, მაგრამ ჟურნალისტებისა და თანამშრომლების მიმართ პასუხისმგებლობისა და პატივისცემის გამო კიდევ 10 თვე გავახანგრძლივეთ ამ მედიასაშუალებების მუშაობა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვეძებდით მყიდველს, რომელიც ამუშავებდა ამ მედიასაშულებებს. 16 აგვისტოს, პარასკევს, ბოლო მყიდველმაც უარი გვითხრა“.

მან ასევე განაცხადა, რომ თუ 1–ელ სექტემბრამდე არ გამოჩნდება მყიდველი, იძულებული გავხდება, შეწყვიტოს ტელეკომპანია “მე–9 არხისა“ და საინფორმაციო სააგენტო “ინფო 9“–ის მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემთხვევაში კანონმდებლობა არ ითვალისწინებს თანამშრომელთათვის კომპენსაციების გადახდას, მან და მისმა ოჯახმა გადავწყვიტა, ყველა თანამშრომელს გადაუხადონ 2 თვის კომპენსაცია.



1
33
3-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
33
  
2013, 19 აგვისტო, 18:05
მემგონი მაგ არხმა თავისი დანიშნულება უკვე შეასრულა არჩევნების პერიოდში, ახლა კი ზედმეტად ძვირი დაუჯდებათ ტელევიზიის შენახვა.
0 1 1