x
მეტი
  • 20.01.2025
  • სტატია:139496
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512794
მუსიკა ჩემთვის, სხვებისთვისა და მსოფლიოსთვის.
image

მუსიკა სამყაროა, რომელიც ყველანაირ ნორმალურ, ზღვარს ცდება. თანვე მიყავხარ სამოგზაუროდ შენს საკუთარ ცხოვრებაში, შენს წარსულში, შენი გულის სიღრმეებში, სადაც აქამდე მეგზურის გარეშე, მარტო ვერ ბედავდი ჩასვლას. მიყავხარ დიდი დროით, უცხოდ ნაცნობ ადგილზე, სადაც შენ, შენ ხარ. არ ხარ სხვა, შებოჭილი, შეშინებული, ზედმეტად თავდაჯერებული ადამიანი, რომელიც თითქოს, ვერაფრით კმაყოფილდება, მაგრამ ამ სამყაროში კმაყოფილებაც უსაზღვროა. შავ-თეთრი კლავიშები ბევრად მეტია, რაღაც სხვა, მნიშვნელოვანი, ისტორიული, სენტიმენტალური, ძლიერი და მნიშვნელოვნად, მნიშვნელოვანი. თითოეული კლავიში, გასაღებია ახალი ბგერის, რომელიც ემოციებს წარმოქმნის. ემოციებს, რომელსაც მოფრთხილება და შეგრძნება ჭირდება... მუსიკა გზაა, მუსიკა, რაღაც ამოუცნობია, ის ის არის, რაც ყველას გემოვნებას ერგება და ყველაში იკავებს ადგილს. იგი შეიძლება ერთდროულად გასართობი, ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე იყოს და ამიტომ, მას ყველა ცნობს, უშვებს გულში და უთმობს დიდ ადგილს, თავისი პატარა ცხოვრებიდან.

კლასიკა, როკი, ჯაზი, პოპი და სხვა, თითოეული საშუალებაა იმისა, რომ რაღაც ახალი მიიღო. თითოეული მათგანი ბევრად მეტია, ვიდრე ჟანრი, რომელსაც ათასობით მიმდევარი ჰყავს. დღეს ძალიან ბევრი ვარსკვლავი დგას სცენაზე, რომელიც თავისი სტილით გამოირჩევა, მათ ბევრი იცნობს და აფასებს, მაგრამ ნამდვილ მუსიკას ერთეულები აკეთებენ. არაჯანსაღი სიმღერა დღეს მრავლადაა, რაც ვფიქრობ, მუსიკას ხიბლსა და ღირებულებას უკარგავს.

დღევანდელი მსოფლიო მუსიკის გარეშე, ძალიან მოსაწყენი და მონოტონური იქნებოდა. ყველას გულში ცოცხლობს ძალა, რომელიც გამუდმებით გვიბიძგებს ვიაროთ, სადღაც შორს, დაუსრულებლად, ოცნებით ამაში კი თითოეულ ადამიანში არსებული გემოვნება გვეხმარება, რომელიც არჩევს რა არის სწორი და რა არა, ისიც ჩვენთვის. მოკლედ, რომ ვთქვათ, მუსიკა ახალი სიცოცხლეა, მეორე სულია, ადამიანის, რომელიც შთააგონებს, უბიძგებს და აცოცხლებს.


image

4
309
6-ს მოსწონს
ავტორი:დავით ზივზივაძე
დავით ზივზივაძე
309
  
2013, 17 აგვისტო, 22:07
მუსიკა ერთერთი საშუალება საუკეთესო განწყობის შესაქმნელად ჩემს შემთხვევაში ეგრე:)
2013, 17 აგვისტო, 21:49
კარგი იყო..ეს ერთი და სხვა მარავალი
2013, 17 აგვისტო, 21:25
გაიხარეთ, მადლობა.
2013, 17 აგვისტო, 21:15
მომეწონა ძალიან...ბევრი მოწონება ამ სტატიას
0 1 4