x
image
თამარი555
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი (ციტატები)


image



–როდესაც ადამიანს ერთი აზრი შეიპყრობს–იგი მას ყველაფერში პოულობს.–


–იცით თქვენ რა არის მეგობრობა?–


–კი უპასუხა ბოშა ქალმა.–ეს ნიშნავს იყო და და ძმა; ეს ორი სულია რომლებიც ეხებიან შეერთების გარეშე; ეს ერთი ხელის ორი თითია.


– სიყვარული?–ჰკითხა გრენგუარმა.

–ო, სიყვარული!– შეიცხადა მან, მისი ხმა ათრთოლდა და თვალებმა გაიბრწყინა.

–სიყვარულია–როცა ორი ერთიანია. როცა ქალი და მამაკაცი ანგელოზად იქცევა. ეს ზეცაა!




image



–სიყვარული ხეს გავს: ის იზრდება თვითონ, ღრმად უშვებს თავის ფესვებს და აგრძელებს გამწვანებას დაცარიელებულ გულშიც.


–აი რა არის აუხსნელი: ბრმა ვნება–ყველაზე ჯიუტია. ის განსაკუთრებით ძლიერია, როცა ის ყოველგვარ აზრს მოკლებულია.


–...გიყვარდეს იგი მთელი მხურვალებით, გრძნობდე რომ მისი ღიმილის ჩრდილში შენ გაიღებდი შენს სისხლს, შენს სულს, შენს კეთილ სახელს, შენს ხსნას, უკვდავებას, მარადისობას, მიწიერ და მოკვდავ ცხოვრებას...

...თუ ჯოჯოხეთის განსახიერება ხარ, მე მოგყვები შენ. მე ყველაფერი შევასრულე ამისათვის. ის ჯოჯოხეთი რომელშიც შენ იქნები, –ჩემი სამოთხეა! შენი სახე ღვთაებრივზე მშვენიერია! იმ დღეს როცა ქალი უარყოფს ასეთ სიყვარულს, როგორიც ჩემია, მთები შეირყევიან. რომ გცოდნოდა როგორ მიყვარხარ! როგორი გაუგონარი გაუფრთხილებლობაა საკუთარი თავის მიმართ! სწავლულმა–მე შევაჩვენე მეცნიერება; დიდგვაროვანმა– შევარცხვინე ჩემი სახელი; ღვთისმსახურმა-მე შევცვალე ცხელი ოცნებების ბალიშად ჩემი ღვთის რიტუალი. ჩემს ღმერთს სახეში შევაფურთხე! ყველაფერი შენთვისაა ჩემო ჯადოქარო! რომ როგორმე გავხდე ღირსეული შენი ჯოჯოხეთის!...


image


–უშნოს უფრო უმძიმს ვიდრე ბრმას. მან იცის, რა აკლია!

–საკმარისია რაიმე ერთი უიღბლო ფიქრი, რომ ადამიანი უძლურად და შეშლილად იქცეს!


–დიდებული შენობა, როგორც მაღალი მთები–საუკუნეების ქმნილებაა!




image


–თუ მე ვარსებობ, არსებობს კი გარშემო ეს ყველაფერი, და თუ არსებობს, ვარსებობ კი მაშინ მე?


–ცხოვრებაში არ მინახავს ასეთი შესანიშნავი სიმახინჯე.


–დილიდან ელოდებოდა ხალხის მასა შუადღეს, ფლანდრიის ელჩებს და მისტერიას. თავის დროზე მხოლოდ შუადღე მოვიდა.


–ჟეან! ჟეან!–შენ გელის მწუხარე დასასრული.


–სამაგიეროდ დასაწყისი იყო კარგი.



image



–და მაინც რა არის სიკვდილი ბოლოს და ბოლოს?..უსიამოვნო წუთი, ძვირფასი დანაკარგი, გადასვლა არარაობიდან არყოფნაში.


–ყველა კუზიანს მაღლა აქვს თავი აწეული, ყველა კურდღელი ორატორობს, ყველა ყრუ-მუნჯი კი ჩურჩულით საუბრობს.


–ყოველი ცივილიზაცია იწყება თეოკრატიით და სრულდება დემოკრატიით.


–აი ეს მომწონს– დასაჯო ხალხი მისი განზრახვის გამო და გააკეთო ის რაც მათ უნდათ.



image













–მას ეჭირა გულშეწუხებული გოგონა თავის უხეშ ხელებში ისე ნაზად, როგორც თეთრი ქსოვილი, ეჭირა ისე ფრთხილად, რომ ეშინოდა ზიანი არ მიეყენებინა მისთვის. ის გრძნობდა რომ ის იყო ძალიან ძვირფასი, ნაზი ქმნილება არა ამ ხელებისათვის...



–ამ ქალაქში როგორც პანდენომიუმში ჩაირეცხა და გაქრა ყველა რასობრივი სახეობის საზღვრები.


–საეჭვოა რომ მთელ კაცობრიობაში უფრო სასიხარულო გრძნობა არსებობდეს, რომელიც გაიღვიძებს დედის გულში, როცა ის თავისი შვილის ნამცეცა ფეხსაცმლს დაინახავს.



imageimage





6
2118
4-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
2118
  
2013, 15 ოქტომბერი, 16:45
თარგმანი თამარ მოდებაძის.
2013, 14 სექტემბერი, 22:29
თარგმანი თ.მ.
2013, 17 აგვისტო, 18:39
გმადლობთ
2013, 17 აგვისტო, 18:03
მომეწონა ძაან
2013, 17 აგვისტო, 13:05
დიდი მადლობა.
2013, 17 აგვისტო, 13:03
უმაგრესია!
0 1 6