x
image
ირინა ნადაშვილი
ტანსაცმლის მსოფლიო ბრენდი - Zara "დაობლდა".
image
ტანსაცმლის მსოფლიო ბრენდი - Zara "დაობლდა".


BBC-ის ინფორმაციით, რამოდენიმე საათის წინ ინსულტის შედეგად, უმდიდრესი ქალბატონი და ესპანური მოდის სახლ Zara-ს თანადამფუძნებელი როსალია მერა გარდაიცვალა.


image
ის შვებულებას ატარებდა ესპანეთის ერთ–ერთ კურორტზე, რა დროსაც მოულოდნელად თავი შეუძლოდ იგრძნო.სავადმყოფოში გადაყვანიდან რამოდენიმე საათში კი, გვიან ღამით, საკუთარ დაბადების დღეზე გარდაიცვალა.

image






როსალია მერა 1944 15 აგვისტოს დაიბადა ესპანეთში, ღარიბ ოჯახში.


სიდუხჭირის გამო სკოლა 11 წლის ასაკში მიატოვა და მკერავად დაიწყო მუშაობა.


მოგვიანებით მან, თავის ყოფილ ქმართან, ამანსიო ორტეგასთან ერთად, საკუთარი ტანსაცმლის იმპერიის შექმნა, საკუთარ სახლშივე გახსნილი პატარა ფირმით დაიწყო.








მალე როსალია მერამ მეუღლესთან ერთად შეძლო, Inditex ექცია მსოფლიოში ერთ–ერთ უდიდეს ტანსაცმლის მწარმოებელ კომპანიად.

image
Inditex ამ დროისათვის ფლობს Zara-ს, Massimo Duti–სა და Bershka-ს ბრენდებს.


თავად როსალია მერამ Inditex–ის დირექტორის პოსტი 2004 წელს დატოვა, თუმცა, სიკვდილამდე ფლობდა კომპანიის 7%-ს.

image
როზალია მერა 6 მლრდ დოლარის მფლობელი იყო. გარდა ამისა, ის Forbes-ის ”ყველაზე გავლენიანი ადამიანების” სიაშიც შედიოდა.
image
რაც შეეხება მეუღლეს, ამანსიო ორტეგას, 2013 წლის მარტში, ”forbes-ის” მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მესამე ადგილი დაიკავა.

მისი ქონება 57 მლრდ დოლარს შეადგენდა.












6
343
12-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ირინა ნადაშვილი
ირინა ნადაშვილი
343
  
2013, 16 აგვისტო, 22:15
ცხონდეს მისი სული.
2013, 16 აგვისტო, 21:53
მაგას მეც ვხედავ, მარა რატომღაც, მაპატიოს ყველამ და ძაან სერიოზული და ოფიციალური ვერ ვარ აქ. დროს ვატარებ შეძლებისდაგვარად ხუმრობით :)))))
2013, 16 აგვისტო, 20:57
მადლობა ვიზა...
2013, 16 აგვისტო, 20:57
ვცდილობ...:)))
2013, 16 აგვისტო, 20:43
ირა, როგორც ყოველთვის ორიგინალურობით და საინტერესო სტატიებით :::::::::D.უძაანესი ხარ ირინა.
2013, 16 აგვისტო, 19:38
ვიზიარებ შენს მწუხარებას ირა, გაუძელი და გაუფრთხილდი თავს :D:D
0 1 6