სხვა ვერტმფრენიდან დანახული "ახალი მექსიკა", რომელიც ლას - ვეგასიდან 20 მილის დაშორებით მდებარეობს 2013, 16 აგვისტო, 20:34 BBC-ის ჟურნალისტი ჯონ სვინი ავრცელებს ფოტოებს და ინფორმაციას მექსიკაში არსებული საიდუმლო ადგილის და საიდუმლოებით მოცული შენობის შესახებ.მისი თქმით, "საკათედრო ტაძარი" 1980 წელს მილიონობით დოლარადაა აშენებული, რომელიც ასევე ღრმა საიდუმლო მიწისქვეშა ეკლესიას შეიცავს, სადაც ისინი თავს აფარებენ.თუმცა სტატიაში არ არის საუბარი, თუ რისგან იცავდნენ თავს.როგორც უცხოური პრესა იუწყება, მცირედით განმარტავენ, რომ რელიგიის მიმდევრები იპოვიან გზას, როდესაც კაცობრიობა საბოლოოდ განადგურდება.ამ საუცხოო ადგილზე მოხდება ნაწერების გადატანა რკინის დისკებზე, დაილუქება ტიტანის კაფსულები ზარდახშებში და ეს ყველაფერი განთავსდება ტაძრის მიწისქვეშ, სადაც ჩასვლა უკანა კედელზე ჩაშენებული კლდიდან შეიძლება.ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენებულია სამსართულიანი სახლები. თუ კი მოხდება ბირთვული კატასტროფა, ყველა სახლს გვირაბები აქვს გათხრილი. ფოტოებზე კარგად ჩანს "ახალი მექსიკის" ულამაზესი ტაძარი და მომხიბლავი ხედები.ფოტოები ვერტმფრენიდანაა გადაღებული.უკვე დასრულებულია ასაფრენი ბილიკი, წყალსაცავის მშენებლობა, დროებითი ნაგებობები, რომლებიც 60 ჰექტარზეა გადაჭიმული..ახალ მექსიკას დასავლეთიდან ყველაზე ახლო ქალაქი ლას - ვეგასი ესაზღვრება, რომელიც 20 მილითაა დაშორებული. ლას - ვეგასის პოლიციის ყოფილ უფროსი, დეპარტამენტის შერიფი ტიმ გალაგოსი ოფიციალურ წარმომადგენლად დაინიშნა. როგორც მან განაცხადა, აქ მხოლოდ ორი ადამიანი დაინახა, რადგან არსებობდა ჭორი, თითქოს ვინც ამ ადგილს მიუახლოვდებოდა, მკვეთრი სროლები ისმოდა და ყველას კლავდნენ.თავად გალაგოსი ამბობს: - " მე ვერ ვხედავ ვერავითარ კვლას და არც სროლა გამიგია, მაგრამ რადგან ჩემი ვიზიტი დაიგეგმა, ვალდებული ვარ აქ ვიყო, მიუხედავად იმისა, რომ აქ არაა არც ტელეფონი, არც ტელევიზორი, არც ინტერნეტი. რაც შეეხება BBC - ის ჟურნალისტს, იგი ამბობს, რომ იქ მისი გამოჩენა არავის გახარებია და რომ ყველა რაღაც მნიშვნელოვანს მალავს მასთან საუბრის დროს.რა სამალავები და გასამხედროებული ადგილია, ალბათ მალე გახდება ცნობილი. 39 12-ს მოსწონს 1-ს არა
|