სხვა ადამიანმა თავისი ტრიუკით განაცვიფრა ლონდონელები 2013, 16 აგვისტო, 9:21 ლონდონის მცხოვრებლები უჩვეულო სანახაობის მომსწრეები გახდნენ. რომელიც ფანტასტიური ფილმის სიუჟეტს უფრო შეეფერებოდა. ილუზიონისტი–სტივენ ფრეინი ორსართულიანი ავტობუსის სახურავზე მიბჯენილი მიფრინავდა. ივნისში სტივენ ფრეინი–ფსევდონიმით “დინამო"–მ ლონდონელებს აჩვენა ახალი ტრიუკი, რომელმაც მოქალაქეებს სუნთქვა შეუკრა. 30 წლის ხელოვანი ლონდონის მთავარ მოედანზე მიდიოდა და უცებ ჰაერში დაიწყო ლევიტირება სატრანსპორტო საშუალების სახურავის გვერდით. გაღიმებული სტივენს უბრალოდ ხელი ჰქონდა მიბჯენილი ავტობუსის სახურავზე და მან გვერდით “გაუფრინა" ვესტმისტერის სასახლეს შემდეგ კი ხიდს. მთელი ამ ხნის მანძილზე კი მას პოლიციის ექსკორტი მიაცილებდა., რომელიც გზას სხვა მანქანებისგან ანთავისუფლებდა. ადამიანები განუწყვეტლივ უღებდნენ მას ფოტოებს და ცდილობდნენ დაეფიქსირებინათ საოცარი ფოკუსი ფირზე. მათი ყველაზე ხშირი კითხვა იყო :“ სად არის ის სადენი, რომელიც მის სხეულს იჭერს?" 1228 9-ს მოსწონს
|