სხვა 7 ყველაზე საშიში ქალაქი მსოფლიოში 2013, 15 აგვისტო, 20:52 ..თუ თქვენ გადაწყვიტეთ შვებულება გაატაროთ ექსტრემალურად და დაუვიწყარი მოგონებების თანხლებით, არ ღირს იმ ქალაქებში წასვლა რომლის შესახებაც ქვემოთ მოგითხრობთ. აქ დანაშაულის და სიკვდილიანობის დონე აღემატება დასაშვებ თუ დაუშვებელ ნორმებს. უსაფრთხოდ თქვენ ვერც დღისით და მითუმეტეს ღამით ვერ იქნებით. 1. სიუდად–ხუარესი, მექსიკა. პატარა ქალაქი სიუდად–ხუარესი აშშ–სა და მექსიკას შორის მდებარეობს. იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან სასაზღვრო და სატრანსპორტო კვანძს. 2009 წელს ეს ქალაქი მიჩნეულ იქნა ყველაზე კრიმინალურ ქალაქად მთელ მსოფლიოში. გასულ წელს ნარკოტიკულმა ომებმა აქ 2000 ადამიანი შეიწირა. სიუდად–ხუარესში ომის ატმოსფერო სუფევს, რამდენადაც პოლიცია განუწყვეტლივ ამოწმებს ქალაქს. 2. კარაკას, ვენესუელა. კარაკასი–ვენესუელას დედაქალაქი. მისი ცენტრი იაფი ჩინური საქონლის სავაჭრო ნავებითაა სავსე. ბავშვების საყვარელი გართობა ასაფეთქებლების ქუჩაში სროლაა. ისინი ხარხარით აკვირდებიან როგორ ეცემიან უფროსები მიწაზე იმის შიშით რომ ტყვია არ მოხვდეთ. შობის ბოლოს კარაკასში უამრავი პოლიციელი იყრის თავს. 3. სან–პედრო სულა, გონდურასი. ეს ქალაქი გონდურასში ყველაზე განვითარებულად ითვლება. მაგრამ თუ მის გარეუბნებში მოხვდებით შეიძლება სამუდამოდ იქ დარჩეთ. თუმცა სან–პედრო–სულა მიმზიდველ და ტურისტულ რაიონად ითვლება. ეს ქალაქი ნარკომოვაჭრეების ადგილია. ყოველწლიურად აქ ათასობით მკვლელობები ხდება. 4. გვატემალა. ყოველ დღე გვატემალაში 5 ადამიანი კვდება. აქ ძალიან უყვართ ტურისტებისაგან უყურადღებოდ დატოვებული ფოტოაპარატების წაღება. ყოველ 100000 ადამიანზე აქ 90 მკვლელობა მოდის. ყველგან პოლიციელები მორიგეობენ. და ზოგჯერ პირდაპირ ქუცაში კლავენ მათ. 5.სან–სალვადორი, სალვადორი. ..თუმცა სალვადორი დედაქალაქია, მაგრამ მას ვერცერთ ტურისტულ რუკაზე ვერ ნახავთ. ის წარმოადგენს ყველაზე საშიშ ქალაქს მსოფლიოში. ყველაზე მრავალრიცხოვან ბანდა–მაგას ხელისუფლებასთან თავისი კავშირები აქვს. ამიტომ მასთან ბრძოლას არავინ ჩქარობს. 6. კალი, კოლუმბია. კოლუმბია–განვითარებადი ქვეყანაა. მისი ეკონომიკა აგებულია ნავთობით ვაჭრობასა და... ნარკოტიკების გასაღებაზე. ეს ამტკიცებს მის კორუმპირებულობასაც. 7. ნიუ–ორლეანი, აშშ. ნიუ–ორლეანში ხშირია ბუნებრივი კატაკლიზმები. ამიტომ მისი ქუჩები სახიფათოა. ქარიშხალ “კატრინას" დროს გვამებით იყო ქუჩები მოფენილი. დაფიქსირებული იქნა მკვლელობები და მოროდიორობა. ასეთი მდგომარეობა მოსახლეობის დაბალი სოციალური დონით არის გამოწვეული. 902 14-ს მოსწონს
|