სხვა ავსტრალიაში კენგურუმ გზააბნეული ბიჭი იხსნა 2013, 15 აგვისტო, 13:43 ავსტრალიაში კენგურუმ გზააბნეული შვიდი წლის საიმონ კრიუგერი გადაარჩინა. მან არ მისცა ბავშვს გაყინვის საშუალება. ბიჭს გზა დაებნა პიკნიკის დროს ნაკრძალ დიპ–კრიკში.
მშობლებთან ერთად საიმონს კიდევ ორმოცი ადამიანი ეძებდა და ის იპოვეს დაახლოებით ხუთასი მეტრის მოშორებით ერთ დღე ღამეში დაკარგვის ადგილიდან. ბიჭი რომელსაც სერიოზული ტრამვა არ ქონდა მიღებული ყვებოდა, რომ სიცივისაგან იგი კენგურუმ იხსნა, რომელიც მას ყვავილებს აჭმევდა. კენგურუ გვერდით მიუწვა ბიჭს და გაათბო. “მე მგონია რომ ღმერთმა გამოაგზავნა კენგურუ, რომ გაეთბო ჩემი შვილი."–ამბობდა ბავშვის მამა. დღეს სამხრეთ ნახევარსფეროში ზამთარში ღამით ავსტრალიაში ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსამდე აღწევს. 78 6-ს მოსწონს
|