x
image
ტორნადო07
სინამდვილეში რისგან აკეთებენ MacDonalds-ის ჰამბურგერებს
image
შეფ-მზარეულმა ჯეიმი ოლივერმა ახლახან ომი მოუგო მსოფლიოში ყველაზე დიდ სწრაფი კვების ქსელს. ოლივერმა მსოფლიოს დაანახა თუ რისგან კეთდება სინამდვილეში MacDonalds-ის ჰამბურგერები, ფირმამ კი განაცხადა, რომ შეცვლის რეცეპტს.


ოლივერის თანახმად ძროხის ქონს რეცხავენ ამონიუმის ჰიდროქსიდში და ამის შემდეგ ათავსებენ მას ჰამბურგერში. ამ პროცესის გარეშე მზარეულის პრეზენტაციის მიხედვით საკვები ადამიანისათვის გამოუსადეგრად ითვლება.


შეფ-მზარეული ჯეიმი ოლივერი ამბობს: "სიმადვილეში ჩვენ ვიღებთ პროდუქტს, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ ძაღლების საკვებად და ამ პროცესის შემდეგ გამოდის ნაწარმი, რომლის მიღება ადამიანსაც შეუძლია".


ხორცის დაბალი ხარისხის გარდა ამონიუმის ჰიდროქსიდი ჯანმრთელობისათვის საზიანოა. ამ პროცესს ოლივერი "ფერის დამატების პროცესს ეძახის".



"რატომ უნდა აჭამოს გონიერმა ადამიანმა თავის შვილებს ამიაკით გაჟღენთილი ხორცი?" იკითხა მზარეულმა.


ერთ-ერთ თავის გადაცემაში ჯეიმი ოლივერმა მოახდინა დემონსტრაცია თუ როგორ კეთდება ფარში ხორცის ნარჩენებისაგან (ქონი, ტყავი და შინაგანი ორგანოები).


საინტერესო არის ის ფაქტი, რომ ამონიუმის ჰიდროქსიდის გამოყენება ნებადართულია აშშ-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და მომხმარებელმა არც კი იცის, რომ მისი საკვები ქიმიური მინარევებითაა გაჟღენთილი.


ოფიციალურ საიტზე McDonald `s ამტკიცებს, რომ ასეთი იაფი ჰამბურგერების წარმოებას ის დიდი ოდენობით ხორცის დაბალ ფასად შეძენის ხარჯზე ახერხებს. ასევე საიტზე ნათქვამია, რომ კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება შეეცვალა რეცეპტი არა ოლივერის გამოსვლის შემდეგ არამედ თავისი სურვილით.


სიმართლე გითხრათ, არც მე მესმის თუ რატომ ყიდულობთ ამ ქიმიურ ჰამბურგერებს. ეცადეთ საკვები თქვენ თვითონ მოამზადოთ.

5
1758
7-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
1758
  
2013, 14 აგვისტო, 19:00
და ვინ გითხრათ რომ ვინმე სულ მაგ ნაგვით იკვებება?სხვა ნაგავს არ ვჭამთ არა? რა ხილი და რა ბოსტნეული გეგულებათ დღეს რაღაც ქიმიური დანამატი რომ არ ქონდეს დამისახელეთ და ჰამბურგერს არასდროს აღარ შევჭამ
2013, 14 აგვისტო, 13:13
ყველამ წაიკითხოს ეს სტატია, იქნებ მაშინ მაინც დაიჯერონ, მაკდონალდსის და ზოგადად ფასტ-ფუდის მავნებლობა. მე შემიძლია გავიგო რატომ უყვართ ბავშვებს მაკდონალდსი: გასართობი ოთახი, "ჰეფი მილ"-ში ჩადებული სათამაშო და მეტი რა უნდათ პატარებს! მაგრამ ვერაფრით გამიგია ზრდასრული ადამიანების გატაცება ამ ქსელით...
2013, 14 აგვისტო, 12:45
გავგიჟდი :X რა ნაგავს აჭმევენ ხალხს ღმერთმა უწყის.ასეთი გზით ნაშოვი ფული რა ჯანდაბათ უნდათ ნეტა ვიცოდე ამდენ ხალხს რო წამლავენ და ათას რამეს მართებენ.პლიუს რამდენი ბავშვი დადის მაგდონალდში.ძან იშვიათად რო შევიდე და ეხლა საერთოდ წარმოდგენა დამეკარგა,ჩემ შვილებს არასდროს ვაჭმევ
2013, 13 აგვისტო, 21:23
amis gareshe ar icoda xo xalxma
2013, 13 აგვისტო, 21:17
არასდროს შევსულვარ და ვერასდროს შევჭამ ამ სისულელეს
0 1 5