ეკონომიკა სინამდვილეში რისგან აკეთებენ MacDonalds-ის ჰამბურგერებს 2013, 13 აგვისტო, 21:07 შეფ-მზარეულმა ჯეიმი ოლივერმა ახლახან ომი მოუგო მსოფლიოში ყველაზე დიდ სწრაფი კვების ქსელს. ოლივერმა მსოფლიოს დაანახა თუ რისგან კეთდება სინამდვილეში MacDonalds-ის ჰამბურგერები, ფირმამ კი განაცხადა, რომ შეცვლის რეცეპტს. ოლივერის თანახმად ძროხის ქონს რეცხავენ ამონიუმის ჰიდროქსიდში და ამის შემდეგ ათავსებენ მას ჰამბურგერში. ამ პროცესის გარეშე მზარეულის პრეზენტაციის მიხედვით საკვები ადამიანისათვის გამოუსადეგრად ითვლება. შეფ-მზარეული ჯეიმი ოლივერი ამბობს: "სიმადვილეში ჩვენ ვიღებთ პროდუქტს, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ ძაღლების საკვებად და ამ პროცესის შემდეგ გამოდის ნაწარმი, რომლის მიღება ადამიანსაც შეუძლია". ხორცის დაბალი ხარისხის გარდა ამონიუმის ჰიდროქსიდი ჯანმრთელობისათვის საზიანოა. ამ პროცესს ოლივერი "ფერის დამატების პროცესს ეძახის". "რატომ უნდა აჭამოს გონიერმა ადამიანმა თავის შვილებს ამიაკით გაჟღენთილი ხორცი?" იკითხა მზარეულმა. ერთ-ერთ თავის გადაცემაში ჯეიმი ოლივერმა მოახდინა დემონსტრაცია თუ როგორ კეთდება ფარში ხორცის ნარჩენებისაგან (ქონი, ტყავი და შინაგანი ორგანოები). საინტერესო არის ის ფაქტი, რომ ამონიუმის ჰიდროქსიდის გამოყენება ნებადართულია აშშ-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და მომხმარებელმა არც კი იცის, რომ მისი საკვები ქიმიური მინარევებითაა გაჟღენთილი. ოფიციალურ საიტზე McDonald `s ამტკიცებს, რომ ასეთი იაფი ჰამბურგერების წარმოებას ის დიდი ოდენობით ხორცის დაბალ ფასად შეძენის ხარჯზე ახერხებს. ასევე საიტზე ნათქვამია, რომ კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება შეეცვალა რეცეპტი არა ოლივერის გამოსვლის შემდეგ არამედ თავისი სურვილით. სიმართლე გითხრათ, არც მე მესმის თუ რატომ ყიდულობთ ამ ქიმიურ ჰამბურგერებს. ეცადეთ საკვები თქვენ თვითონ მოამზადოთ. 1757 7-ს მოსწონს
|