x
image
ხათოხათო
ასი ათასი ადამიანი თანახმაა თავისი სიცოცხლე მარსზე დაასრულოს

imageუკვე 100 000-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი, მონაწილეობა მიიღოს ექსპედიციაში მარსზე და თავისი სიცოცხლის დარჩენილი წლები "წითელ პლანეტაზე" გაატაროს Mars One project-ის ფარგლებში. მათგან 40 "იღბლიანი" სამუდამოდ დატოვებს დედამიწას 2022 წლის სექტემბერში და 2023 წლის აპრილში. 2015 წლიდან 7 წლის მანძილზე ისინი სპეციალურ მომზადებას გაივლიან.

ეს თამამი და რისკიანი პროექტი ორგანიზატორებს სავარაუდოდ მინიმუმ 6 მილიარდი დოლარი დაუჯდებათ. ნაწილობრივ ამ დანახარჯს იმ რეალითი-შოუს ტრანსლაციის უფლების გაყიდვა დაფარავს, რომელიც მოხალისეების მომზადების შესახებ იქნება. აგრეთვე იქნება მათი მარსზე ყოფნის ამსახველი პირდაპირი ტრანსლაციები.

"ჩვენ გვინდა მოვუყვეთ მსოფლიოს, როგორ გაემგზავრა ადამიანი მარსზე, როგორ დასახლდა იქ, რომ მოეწყო ახალი სამყარო და ახალი პლანეტა. ეს ერთ-ერთი ყველაზე მომნუსხველი იდეაა, რომელიც ოდესმე მომხდარა და გვინდა მთელ სამყაროს გავუზიაროთ ჩვენი ემოციები"-ამბობს პროექტის დირექტორი, ჰოლანდიელი Bas Lansdorp-ი.

image

3
109
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ხათოხათო
ხათოხათო
109
  
2013, 12 აგვისტო, 2:18
არც მე მაქვს სურვილი იქ წასვლის ნამდვილად მეგობარო
2013, 11 აგვისტო, 21:56
მე რაც ვნახე ეს სტატია,იმის მერე ვფიქრობ,რამ უნდა მაიძულოს მარსზე წასვლა და ვერ ვიპოვნე ვერცერთი მიზეზი :)))
2013, 11 აგვისტო, 21:40
მაგ ხალხს საქმე შემოლევია და მარსზე წასვლა იტყობა იმიტომ გადაუწყვეტია.ნეტა მაგათ რა მეტი საქმე რომ არა აქვთ.
0 1 3