x
image
ხათოხათო
"ნაციონალური მოძრაობის" გამოსამშვიდობებელი საღამო

imageბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე „ნაციონალური მოძრაობის“ შეკრება იწყება. როგორც ჩანს, მმართველმა გუნდმა საკუთარი ძალის დემონსტრირება გადაწყვიტა, რისთვისაც სტადიონის შერჩევა ალბათ მათთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რადგან შეკრება სადმე სხვაგან, მაგალითად თავისუფლების მოედანზე რომ ჩაეტარებინათ, იმ რაოდენობის ადამიანი, რაც სტადიონს ავსებს, ანუ დაახლოებით 55 000, თავისუფლების მოედანზე ფაქტობრივად არც კი გამოჩნდებოდა. სტადიონის გავსება კი კარგად ჟღერს და „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია თქვას, რომ ერთი დაძახებით 55-იდან 60 ათასამდე ადამიანი შეაგროვა. ამასთანავე, მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ძალიან კარგად იცის, რომ სულ არ იქნება საჭირო არანაირი მობილიზება იმისთვის, რომ ხვალ თავისუფლების მოედანზე „ქართულმა ოცნებამ“ ზღვა ხალხი გამოიყვანოს. თავად ხელისუფლებაც დარწმუნებულია, რომ ეს ასე იქნება და როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ ცდილობს დაამტკიცოს, რომ სტადიონის გასავსებად საჭირო რაოდენობის ადამიანების შეგროვება მაინც შეუძლია.

როგორც სხვადასხვა რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატები ამბობენ ხელისუფლებამ ძირითადად საჯარო დაწესებულების თანამშრომლების ჩამოყვანა მოახერხა და ისიც დაშინებით.
აღსანიშნავია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობის გამო პრაქტიკულად მთელი თბილისი პარალიზებულია, რადგან ხელისუფლების მიერ თბილისში ხალხის ჩამოსაყვანად მობილიზებული სამარშრუტო ტაქსები სხვადასხვა ადგილებში დგანან და ხალხს უკან წასაყვანად ელიან. ბევრ ადგილას ქუჩები საპატრულო პოლიციას აქვს გადაკეტილი და მას მხოლოდ ყრილობაზე მიმავალი მანქანებისთვის ხსნის. ასე რომ საყოველთაო მობილიზებაა გამოცხადებული, რათა მიხეილ სააკაშვილმა სტადიონი შეავსოს, თუმცა ამ დროისთვის ჯერ კიდევ რამდენიმე ტრიბუნა ცარიელია.

13
87
14-ს მოსწონს
ავტორი:ხათოხათო
ხათოხათო
87
  
2012, 29 სექტემბერი, 0:55
პოლიტიკურ შეხედულებებზე არ ვსაუბრობთ მგონი საკამათო რომ იყოს და ინდივიდუალური. ამ შემთხვევაში მე ვსაუბრობ ფაქტზე და იმაზე რომ სტატიაში ტყული წერია...
2012, 29 სექტემბერი, 0:48
კაი გასაგებია შენი პოზიცია და ჩვენი კამათი უშედეგოა,ორივე ჩვენ-ჩვენ აზრზე დავრჩებით მაინც
2012, 29 სექტემბერი, 0:45
სხვადასხვა რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატები ამბობენ ხელისუფლებამ ძირითადად საჯარო დაწესებულების თანამშრომლების ჩამოყვანა მოახერხა და ისიც დაშინებით - - - ახლა არ მითხრა რომელიმე რაიონში ვიყავიო და ძალით წაიყვანეს ვინმეო ან ფული შეპირდნენო... შეურაცხყოფას აყენებს მაგისი ავტორი იმ ხალხს ვინც იქ მივიდა იმის გამო რომ უნდოდა და ავტორისაგან განსხვავებული ხედვა რომ აქვს პოლტიკაზე და პარტიაზე და მგონი ეს არაა სწორი...
2012, 29 სექტემბერი, 0:39
რატომ გგონია რომ მე არაფერი ვიცი? თუ მე გამოქვაბულში ვცხოვრობ და გარშემო რა ხდება არ ვიცი?
2012, 29 სექტემბერი, 0:37
ერთი კითხვა მაქვს შენ წერ მოპოვებულ ინფორმაციას ნუ რაც შენ მართალი გგონია... მე კიდე ვიცი რაც იყო რატო ამტკიცებ რაღაცეებს რაც არ იცი? ფულადი დაინტერესება კიდე მითუმეტეს...
2012, 29 სექტემბერი, 0:31
ხო თუ არ ჩავთვლით რომ იქ მისულთა უმეტესობას ფინანსური დაინტერესებაც ქონდა
2012, 29 სექტემბერი, 0:30
დაიჯერე რომ თავისი სურვილით ნუ იმ ნაწილზე ვამბობ რაც მე ვიცი ყოველშემთხევაში ნამდვილად არავინ დაუშინებიათ და არც საჯარო მოხელეები ყოფილან ძირითადად მითუმეტეს...
2012, 29 სექტემბერი, 0:22
არ თქვა ეხლა თავისი სურვილით მივიდა ხალხიო
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10