სხვა ჰემინგუეის სასმელები 2012, 19 დეკემბერი, 2:23 ერნესტ ჰემინგუეიმ მსოფლიოს აჩუქა არა მარტო ლიტერატურული შედევრები, არამედ ალკოჰოლური ხელოვნების ნიმუშები. " ჩემი მოხიტო ბოდეგიტეშია, დაიკირი კი-ფლორიდიტეში"-ამბობდა მწერალი. ეს ის ადგილებია სადაც მისთვის სპეციალურად ამზადებდნენ სასმელებს. ჰემინგუეის დაიკირის მოსამზადებლად უნდა შეურიოთ 20მლ გრეიპფრუტის წვენი, 10მლ შაქრის სიროფი, 10მლ ლიქიორი De Kuyper Marasquin, 40მლ თეთრი რომი, 1/4 ლაიმის წვენი, გააფორმეთ ფორთოხლის ან ლაიმის ნაჭერით და ყინულით. მაგრამ დიდი ხნით ადრე, სანამ ჰემინგუეი დაიკირის დამფასებელი გახდებოდა, გამოიგონა სხვა კოქტეილი. დღეს ამ სასმელს, როგორც მწერლის ერთ-ერთ მოთხრობას "სიკვდილი შუადღისას" ქვია. ახალგაზრდა ჰემინგუეიმ პარიზში ცხოვრებისას ერთმანეთში აურია ყინულიანი შამპანური და აბსენტი და ეს მისი საყვარელი სასმელი გახდა წლების მანძილზე, სხვათაშორის ფრანგები ფიქრობდნენ, ამ სასმელმა ჰემინგუეის მოწონება იმიტომაც დაიმსახურა, რომ აბსენტის დამსახურებით ის აფროდიზიაკს შეიცავს. ამ კოქტეილის მოსამზადებლად ბოკალში უნდა ჩაასხათ 30მლ აბსენტი და შემდეგ ფრთხილად შეავსეთ ცივი შამპანურით, ფრთხილად მოურიეთ, რომ შამპანურმა ბუშტუკები არ დაკარგოს. ჰემინგუეის მიაწერენ კიდევ ერთ კოქტეილს-"სიკვდილი გოლფსტრიმში"-მასში შედის: 60მლ ჯინი, 30მლ ლაიმის ახალი წვენი, 30მლ შაქრის სიროფი, ანგოსტურის 12-20 წვეთი, ყინული და ლაიმის ნაჭერი მოსართავად. ლეგენდის თანახმად ვენეციაში ჰემინგუეიმ კიდევ ერთი კოქტეილი შექმნა, სახელად "მონტგომერი".მან თქვა რომ მონტგომერის მებრძოლები ვერ შეძლებენ გერმანული არმიის დამარცხებას, სანამ მათ შორის თანაფარდობა 15:1 არ იქნება" და შეურია ჯინი და მშრალი ვერმუტი 15:1 პროპორციით. დღეისათვის ამ კოქტეილს შედარებით უფრო მსუბუქს აკეთებენ 10:1, მაგრამ ტრადიციულად აფორმებენ ზეთისხილით. 146 33-ს მოსწონს
|