x
image
ხათოხათო
ხვალ შენი დაბადების დღეა
image ხვალ შენი დაბადების დღეა, სამწუხაროა, მაგრამ ვერ მოგილოცავ... არადა, როგორ მინდოდა რამე განსაკუთრებული გამეკეთებინა, აი, ისეთი, შენი ცხოვრების მიწურულსაც კი ტკბილად რომ გაგახსენდებოდა...

ხვალ ჩემთვის ვითომცდა ერთი ჩვეულებრივი არაფრით გამორჩეული დღე გათენდება, გულს კი კიდევ ერთხელ ეტკინება... ისე ჩაგეხუტებოდი, რომ სუნთქვა შეგკვროდა, რომ სამყარო დაპატარავებულიყო და მხოლოდ ჩვენ ორნი დავრჩენილიყავით, ხომ სულ ამბობდი შენ ჩემთვის ცალკე სამყარო ხარო, ნეტა სად გაქრა ეს სამყარო...

რა მოხდება რომ ტელეფონი ავიღო და დაგირეკო... ისე უბრალოდ მოგილოცო დაბადების დღე... მაგრამ არ მინდა, ძალიან ბევრი რამე გამახსენდება და მერე უფრო ძნელი იქნება უშენოდ ცხოვრების გაგრძელება... მე კი თითქმის შევეჩვიე უშენოდ ცხოვრებას, თითქმის შევეჩვიე, რომ ყოველ დილას შენი ზარი არ მაღვიძებს, თითქმის შევეჩვიე, რომ სახლში მარტო უნდა დავბრუნდე, თითქმის შევეჩვიე, რომ აღარავის აინტერესებს რა მოხდა დღეს ჩემს ცხოვრებაში, თითქმის შევეჩვიე, რომ აღარასოდეს იქნება შენთან ერთად თბილისის ქუჩებში დაუღალავი ხეტიალი, თითქმის შევეჩვიე...

ჩემი ცხოვრება დაცარიელდა, მაგრამ მაინც ვიპოვი ძალას, ფეხზე დავდგები, ისევ გავიღიმებ და ამაყად ვიტყვი, ცხოვრება მშვენიერია, შენს გარეშეც კი...


მადლობა რომ მაჩუქე ცხოვრების უბედნიერესი წუთები... უკან დაბრუნება რომ შემეძლოს მაინც არაფერს არ შევცვლიდი...

გილოცავ... მიყვარხარ...

21
447
20-ს მოსწონს
ავტორი:ხათოხათო
ხათოხათო
447
  
2012, 31 აგვისტო, 23:59
მადლობაა:):):)
2012, 31 აგვისტო, 23:58
უღრმესი მადლობა :)))) შეენც
2012, 31 აგვისტო, 23:54
ტკბილ ცხოვრებას და შენი სიყვარულის,შენი მეორე ნახევრის ნახვას გისურვებ:):)კაი იყოო
2012, 24 აგვისტო, 21:43
+++++
2012, 21 აგვისტო, 15:22
მეც გმადლობ:)
2012, 21 აგვისტო, 15:21
გაიხარე ჩემო კარგო :* შენც ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ
2012, 21 აგვისტო, 12:28
+1000! დიდ სიყვარულსა და ბედნიერებას გისურვებ ცხოვრებაში, აშკარად იმსახურებ:)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10