შოუბიზნესი მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა- ჯონსი ერთმანეთს შორდებიან?(განქორწინების თანხა 300 მილიონია?) 2013, 10 აგვისტო, 17:29
ამერიკული ბულვარული პრესა კერძოდ კი ჟურნალი "star"-ი შოკისმომგვრელ განცხადებას ავრცელებს:
68 წლის ჰოლივუდის ვარსკვლავი მაიკლ დუგლასი 43 წლის კეტრინ ზეტა- ჯონსს ეყრება.რომელთანაც ქორწინებაში იმყოფებოდა 13 წელი.
ორი ვარსკვლავის ოჯახური ცხოვრება არცთუისე მარტივი აღმოჩნდა.
2010 წელს მაიკლ დუგლასს ყელის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.რის გამოც კეტრინ ზეტა-ჯონსს ბიპოლარული აშლილობა უფრო გაუმწვავდა. მსახიობი არაერთხელ მკურნალობდა სარეაბილიტაციო კლინიკაში.მას გაუმწვავდა დეპრესია და ამბობენ, რომ მხოლოდ ბავშვების გარემოცვაში შეუძლია ცხოვრება.ამის გამო მაიკლს ცხოვრება ნამდვილ "ჯოჯოხეთში" უწევდა და მან გადაწყვიტა ყველაფერს ამას წერტილი დაუსვას.საინფორმაციო წყაროები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ განშორების თანხა 300 მილიონია.მსახიობების ოფიციალური წარმომადგენელი უარყოფს ამ ინფორმაციას და ამბობს, რომ ამის შესახებ არაფერი არ იცის.სარწმუნო წყაროები კი ირწმუნებიან, რომ კეტრინი შვილებთან და დედასთან ერთად უკვე გადავიდა სხვა ქალაქში საცხოვრებლად. ასეთი ხმები ადრეც გავრცელდა მაგრამ ყველაფერი სიცრუე აღმოჩნდა.საინფორმაციო საშუალებები ელოდებიან ახალი ინფორმაციის ოფიციალურად გამოცხადებას თანხმობას ან დაშორებას. 287 7-ს მოსწონს
|