
"დასტინ ჰოფმანმა კიბო დაამარცხა"- ასეთი განცხადება გააკეთა 75 წლის, ჰოლივუდის მსახიობის, დასტინ ჰოფმანის პრეს-მდივანმა.როგორც პრეს-სამსახური იუწყება, ოსკაროსანმა მსახიობმა ოპერაცია გაიკეთა და ადრეულ სტადიაზე ამოიკვეთა სიმსივნე.
მსახიობი თავს კარგად გრძნობს, არანაირ დეტალებზე, როდის ჩატარდა ოპერაცია ან რომელი სახის სიმსივნე ჰქონდა კომენტარი არ
კეთდება..
პრეს-მდივანმა ჯოდი გოტლიბმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მსახიობი
სრულიად ჯანმრთელია და ის თავს ძალიან კარგად გრძნობს.

დასტინ ჰოფმანი მეუღლესთან ერთად.
