x
image
ვიზა კოხაძე
დიდი წონის ახალშობილის დაბადებამ და დედის ბუნებრივმა მშობიარობამ ექიმები გააოცა

image
ბრიტანული პრესა სენსაციურ წერილს ავრცელებს ესპანეთში დაბადებულ პატარა გოგონაზე, რომლის წონამ ყველა გააოცა და განსაკუთრებით მეან - გინეკოლოგები. იგი 6 კილოგრამი და 200 გრამი დაიბადა. როგორც ექიმები ამბობენ, ახალშობილი და დედა - მაქსიმ მარინი, (წარმოშობით ბრიტანელი), რომელიც 40 წლისაა, კარგად გრნობენ თავს. ქალბატონ მარინს და მის კოლუმბიელ ქმარს უკვე სამი შვილი ჰყავთ. ახალშობილის დედამ კი ყველა დროის რეკორდი მოხსნა.ცნობილია, რომ გასულ თვეში გერმანიაში დაბადებულმა ახალშობილმა, რომლის წონა 6 კგ.და110 გრამი იყო, გინესების რეკორდსმენად მოიხსენიებდნენ, მაგრამ ესპანელმა 90 გრამით აჯობა.ახალშობილის დედა მარინი, რომელმაც ბუნებრივად იმშობიერა და ექიმები გააოცა, თავს კარგად გრძნობს.

image
image
საავადმყოფოს ხელმძღვანელი მეან - გინეკოლოგი ხავიერ რიუსი აცხადებს, რომ - " ჩემი 40 წლიანი პროფესიული კარიერის პერიოდში მსგავსი სენსაცია არ მახსენდება.დიდი წონის ახალშობილების დაბადება ყოველთვის სიკვდილით სრულდებოდა.მსგავსი წონის ბუნებრივი მშობიარობა მართლაც საოცრებაა და ყველანი კმაყოფილები ვართ ჩვენი მუშაობით, რაც განვახორციელეთ. ორივე დედა - შვილი ჩინებულად გრძნობენ თავს".

image
image
ისტორია ახალშობილთა შესახებ გვატყობინებს, რომ ამაზე დიდი წონის ბავშვი 1879 წელს კანადაში დაიბადა, რომელიც 10 კგ.იყო და 11 საათის შემდეგ გარდაიცვალა.2005 წელს კი ბრაზილიაში დაბადებული ახალშობილის წონამ 7 კგ. და 800 გრამს მიაღწია, რაც სიკვდილით დასრულდა.

მართლაც სენსაციაა, როდესაც ასეთი წონის ბავშვი იბადება.ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია ჯანმრთელობა და სიცოცხლე ვუსურვოთ ორივე დედა - შვილს.

3
231
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
231
  
2013, 8 აგვისტო, 15:51
მართლაც რომ მაგარი დედაა საღოლ ამას:)))
2013, 8 აგვისტო, 15:15
მართლაც გმირია.:D
2013, 8 აგვისტო, 15:14
ეს დედა გმირია!
0 1 3