სხვა სირცხვილია, 2013, 8 აგვისტო, 12:48 თავისუფლების აზრზს ვერ ჩავწვდით და მისი ყოვლად მარაზმული, საზიღარი, საშინელი და ბილწი ფორმა "გავიაზრეთ"... დეგრადირებული აზროვნება გვაქვს, რაც უცხო ქვეყნებს და ჩვენს ხელისუფლებასაც ძალიან აწყობთ, რადგან გაუნათლებელი და ბრიყვი ადამიანი უფრო ადვილი სამართავია...
ჩვენს თაობა სულ იმაზე საუბარობს როგორ გაადვილდეს გამოცდები, როგორ გახდეს უფრო მსუბუქი სწავლება და ა.შ. ხალხს იმის შეგნებას უკარგავენ, რომ განათლება ძალაა და მის გარეშე ვერაფერს ვერ მივაღწევთ... მორალის, მენტალიტეტის და აზროვნების სერიოზულ, მეგადეგრადაციას განვიცდით და ამას სხვას ვაბრალებთ. ადამიანი იმას არ გააკეთებს რისი გაკეთებაც არ უნდა, უბრალოდ აკეთებენ და მერე სხვას აბრალებენ ... განათლების დონე სანამ არ აიწევს მანამდე არაფერი გვეშველება, ეგ კიდე მგონი კაი ხანი აღარ მოხდება, იმიტომ რომ ყველა ცდილობს გამოცდაზე ადვილად გაძვრეს, უნივერსიტეტში ლექტორებთან კარგად იყოს, რომ ის რაღაცა 51 ქულა მიიღოს, რომელიც განათლებას არანაირად არ ასახავს... სწვალდა და თავის შესაძლებლოობების გამოყენება ძალიან ცოტას სურს, ძლიერი ზოგადი განათლება მართლა აღარ არსებობს, ქვეყანაში სადაც მასწავლებლები 90 %ზე მეტი საკუთარ საგანში გამოცდას ვერ ჩააბარებს, იქ მოსწავლემ რა უნდა ისწავლოს, სადაც ქიმისს მთლიანი კურსი ისე იხურება, რომ ბავშვები ერთ ნორმალურ ექსპერიმენტსაც ვერ ატარებენ... განათლების დონე საშინელი გვაქვს, დიპლომების ყველაზე მეტი რაოდენობა, მაგრამ ჯარის გამო უნივერსიტეტში ჩაბარებულების ქვეყანად ვიქეცით და 51 ქულის მათხოვრებად... შემდეგ კიდე ჩვენს დეგრადაციას სხვას ვაბრალებთ, კი რა თქმა უნდა სუსტად გვასწავლიან უნივერსიტეტში და ესეც ჩვენი ბრალია, იმიტომ, რომ არ ვითხოვთ შესაბამის განათლებას, შესაბამის იმისას რასაც ვიხდით თანხას... ერთი სიტყვით ბევრი რამაა შესაცვლელი, რომ ჩვენი ქვეყანა რამეს დაემსგავსო...
ყველაზე დაბალ დონეზე ვართ დაცემული, მენტალურად ვნადგურდებით და ამას სხვას ვაბრალებთ... ბომჟების, ყაჩაღების, მკვლელების და ათასი სუსლწაწყმედილი, საშინელი ადამიანის მიერ ჩამოყალიბებულ ქვეყანას ვრაბალებთ, რომელიც დღეს პატრიოტიზმის უდიდესი შეგნებით გამოირჩევა, სადაც ხალხს საკუთარი უფლებების დაცვის არ ეშინიათ, რადგან იცინ კანონი საკმარისად... ჩვენ ქვეყანა, რომელიც ათეული საუკუნეების განმავლობაში ვარსებობთ, გვყავდა გენიალური მოღვაწები, გენიალური მმართველები, გვქონდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სასწავლებლები, გვყავდა საუკეთესო მეცნიერები, ჩვენ უნდა ვექცეოდეთ მათი გავლენიშ ქვეშ???? სირცხვილი და თავის მოჭრა, მართლაც ფურთხის ღირსნი ვართ ყველანი ჩვენ, სწორედ იმ ფრაზის გამო, რომელიც ამბობს, ამერიკა და ევროპა გვიბილწავს მენტალიტეტს და სულსო... სირცხვილია და ვერც კი ვხვდებით, მსოფლიოს კი არ უნდა მოვუქინდროთ თავი, მსოფლიოს უნდა ცდილობდეს ძირძველ ქართველებს ემსგავსნონ, მაგრამ სადღააა ქართველობა და ღირსება, შეგნება ძველი... ვაჟკაცობა საკუთარი დედის გინება და უაზრო მიზეზებით ჩხუბი გონიათ. ამ დროს ღირსეულად ჩხუბიც კი არ იციან ... საქართველოში ორი ადამიანი, რომ ჩხუბობდა ერთმენთის ვაჟკაცობას აფასებდნენ და თუ ორივე ნამდვილი ვაჟკაცი აღმოჩნდებოდა ხშირად ჩხუბი მეგობროითაც მთავრდებოდა, დღეს კიდე თუ ჩხუბი მოგივიდა ადამიანთან ის არ შეიძლება ვაჟკაცად ჩაითვალოს. ქვეყანაში სადაც ალუდა ქეთელაური დაიწერა ასეთი რამე მარაზმად მიმაჩნია.
კაცობას აღარ აფასებენ, ღირსება არ აქვთ, მანდილოსნის დაფასება არ იციან, დედის ფასი დაივიწყეს... არასოდეს არ ვიტყვი, რომ სხვა გვბილწავს, "რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო"... სხვას სანამ დავაბრალებთ ჩვენს უბედურებას, დამდაბლებას და სულეირ აოხრებას, მანამდე არაფერი გვეშველება და თუ ასე გაგრძელდა სულ მცირე ხანში აღაც ვიარსებებთ...
ვიცი მეც ამ საზოგადეობის წევრი ვარ და მტკივა ეს ყველაფერი, მტკივა, რომ სირაქლემაზე უარეს პოზიციაში ვართ და თავის აწევის მაგიერ უფრო მაგრად ვიმალებით... ჩვენივე უფლებები არ ვიცით და ამიტომ ვლახავთ სხვის უფლებებს, ღირსებას, სწორედ ამიტომაა, რომ ისე გვმართავენ როგორც მოუნდებათ, თანაც ოდნავი წინააღმდეგობის გარეშე. სირცხვილი, სირცხვილი და კიდევ ბევრჯერ სირცხვილი... მსოფლიოში ყველგან, ყველაზე დიდ ძალას სტუდენტები და ახალგაზრდები წარმოადგენენ... ჩვენთან კიდევ სწორედ ეს ფენაა ყველაზე მეტად მიწაში თავით ჩარგული... უნდა შევიგნოთ, რომ სახელმწიფოს "მმართველები" ჩვენი დაქირავებული მუშები არიან და ჩვენ არ ვართ მათი მონები. მათ ის უნდა აკეთონ რაც ჩვენ მოგვინდება, ჩვენი ინტერესბის მიხედვიტ მართონ ქვეყანა. ამ ყველაფრისთვის კიდევ, ძლიერი განათლება, ძლიერი სული და მენტალიტეტია საჭირო. "მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო"... იქნება ეს ანდაზა მაინც წაგვეხმაროს ოდნავ, მაგრამ სიმართლე გითრათ მის მხოლოდ პირველ ნაწილს ვემხრობი ... მტერი თავის თავს მშვენივრად უვლის, უბრალოდ ჩვენ მისი რეალური შეფასება უნდა ვისწავლოთ, მისი ძლიერი და სუსტი მხარეები და სწორედ მაშინ დავამარცხებთ მას, მენტალური და სულიერი ბრძოლით, თორემ 21 საუკუნეში ავტომატებით და პისტოლეტებით ბრძოლების ბედი აღარ წყდება ... იმედია ამ სტატიის, თუ ჩანაწერის, ან უბრალოდ გაბრაზებულ გულზე ჩემი ფიქრების "ნანთხევის" გამო ძალიან არ გამკიცხავთ, მითუმეტეს თქვენ თავს თუ ამოიცნობთ. მეც თქვენი ნაწილი ვარ და ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის მომავალზე. 218 16-ს მოსწონს
|