სხვა ტიბეტური მასტიფი. 2013, 23 იანვარი, 12:07 ტიბეტური მასტიფი, ძალიან ძველი ძიშის წარმომადგენელი ძაღლია, მისი სისხლის სისუფთავე განაპირობა იმ გეოგრაფიულმა გარემომ, სადაც მათ უწევთ და უწევდათ ცხოვრება. ტიბეტი, ხომ თოვლიანი მთების, მაღალი პლატოების და მწვანე ხეობების ქვეყანაა. ის მდებარეობს ჰიმალაის მთების ჩრდილოეთ ნაწილში და ჩინეთისგან გამოყოფილია, სამხრეთის მხრიდან გაუვალი, თოვლიანი მთებით. ჩრდილოეთიდან კი უდაბნოთი.
მე-13-ე საუკუნეში, ჩინელ ვაჭრებს, დაცვის მიზნით თან დაჰყავდათ თავიანთი ძაღლები, ამან გამოიწვია ჯიშთა შორის სისხლის აღრევა. ერთადერთი ჯიში, რომელმაც შეინარჩუნა სუფთა სისხლი, ეს არის ტიბეტური მასტიფი. ამ ჯიშის ძაღლები იყვენე ძალიან ძლიერები, შეჩვეულნი მკაცრ კლიმატსა და ცხოვრების, არანაკლებ, მკაცრ პირობებს. მასტიფის შესახებ ცნობები არსებობს ანტიკურ ხანაშიც კი, მან დაიმსახურა მრავალი ცნობილი ადამიანის ყურადღება, მათ შორის იყვნენ არისტოტელე და მარკო პოლო. ისინი აღფრთოვანებულნი იყვნენ ამ ძაღლების, როგორც, ფიზიკური ასევე მორალური სიძლიერითაც. მათი ყეფა ისეთივე ძლიერი იყო, როგორც ნამდვილი ბრინჯაოს გონგის ხმა, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია ამ ჯიშის ძაღლისთვის. მსოფლიოს საუკეთესო კინოლოგები განცვიფრებულნი იყვნენ, მასტიფითა და იმით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ მათ ტიბეტურ კულტურაში. არსებობს აზრი, რომ სწორედ მასტიფები იყვნენ მალოსის ჯიშის ძაღლების წინაპრები. პირველი მასტიფი, რომელიც ჩამოიყვანეს დასავლეთ ევროპაში, ლორდმა ხარდინგმა გამოუგზავნა, დედოფალ ვიკტორიას. ტიბეტურ მასტიფს აქვს ხშირი სწორი ბეწვი, რაც ეხმარება მას, რომ ნებისმიერ ამინდში გაძლოს ღია ცის ქვეშ. მათ აქვთ ძლიერი ძვლები, სხეული და კუნთები, ასევე გააჩნიათ დიდი გამძლეობა, რაც ეხმარებათ დიდი და რთული მარშუტების დაძლევაში. მისი ბეწვი უფრო ხშირდება კისრის ზემოთ. ტიბეტური მასტიფის შეფერილობა მაგიურად ითვლება. თეთრი ლაქა მკერდზე, აღნიშნავს მამაც გულს, ღია ფერის ლაქები თვალებს ზემოთ კი - კიდევ ერთ წყვილ თვალს, რომელიც, ეხმარებათ მათ ადამიანის სულის დანახვაში და აზრების წაკითხვაში, ეს ლაქები, ასევე ტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს მსტიფებს არასოდეს სძინავთ. ბუნებით მშვიდი, თავშეკავებული ძაღლი, ერთი იმ რამდენიმე ძაღლს შორის, რომლმებსაც, შეუძლიათ ცხოვრება ოჯახშიც და ამასთანავე სახლის მცველის როლის შესრულებაც. მას აქვთ კარგი დამოკიდებულება სხვა ჯიშის ძაღლებთან, მაგრამ აგრესიაზე პასუხობს აგრესიითვე. მისი განმასხვავებელი თვისებაა, სისუფთავის განსაკუთრებული მოყუვარულობა, ის ამაში თითქმის კატას ჰგავს, იგი არ არის დამოკიდებული თავის პატრონზე. ტიბეტური მასტიფის გაწრთვნა, არ მოითხოვს დიდი ძალისხმევას, იგი ძალიან დამჯერი და ჭკვიანი ძაღლია. მისი გონებამახვილობა ხშირად გვაგონებს გერმანულ დოგსაც. იმედია მოგეწონათ სტატია. ახლა კი გემშვიდობებით, შემდეგ სიახლემდე. 1852 14-ს მოსწონს
|