x
image
ბაჯაბაჯა
ომის რეალობა.
imageდღეისათვის თითქმის მთელი მსოფლიო ჩართულია სხვადასხვა სახის კონფლიქტში. დედამიწის არსებობის ყველა პერიოდში იყო ბრძოლები, ომობდნენ ყველანაირი უაზრო მიზეზით... იმ მიწისთვის რომლადაც, ადრე თუ გვიან თვითონვე იქცევიან. არ აფასებენ სხვა ფერის ადამიანს, განხვავებულ აზრს. ცდილობენ ამოძირკვონ ყველაფერი რაც მათ არ მოსწონთ.

ომის ხსენებაზე ყველას გვახსენდება "კასკები" და ავტომატები, ტანკები და გამანადგურებლები, მაგრამ რეალურად ხომ ეს არაა ომი.


image

ომის დროს ადამიანი შეიძლება ფიზიკურად არ განადგურდეს, არამედ მას უბრალოდ მორალურად მოუღონ ბოლო. არ მისცენ საჭირო განათლება, შეუქმნან გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები, შეეცადონ, რომ საკუთარ პირვონებაზე წარმოდგენა დაუქვეითონ. ასეთი ხალხი ხომ უფროა დვილი სამართავია და იმას გააკეთებინებ რაც "სახელმწიფოს" დასჭრიდება . ომის რეალური სახის დასაფარად კი სწორედ ასეთი ხალხია საჭირო, შთააგონებენ მათ პატრიოტიზმსა და ქვეყნის დაცვას სისხლის ბოლო წვეთამდე, შემდეგ უშვებენ მათ ბრძოლის ველზე, სადაც მათ სიცოცხლეს კაპიკადაც არ აფასებ.
imageრეალურად კი ომი მიმდინარეობს მაგიდების გარშემო გრილ ოთახებში.












image ამ დროს ხალხი იარაღით იბრძვის საშინელ პირობებში, მათი ოჯახები კი ყოველ დღე ელოდებიან მათი ახლობლის გარდაცვალების ცნობას, ზოგს ეს ცნობაც არ მოსდის და ახლობლის საფლავიც კი არ იცის . ამ ტკივილის გადასატანად კი, ისინი, ვინც ამ ომის შედეგი კაი ხნით ადრე იცოდა და ვისაც აწყობდა ეს ომი, რაღაცა კაპიკებს ურიგებენ ოჯახებს, თითქოს ეს რამენაირად შეუმსუბუქებს დედას დაკარგული შვილის ტკივილს, შვილს უმამოდ გაზრდას და მეუღლეს დაქვრივებას.

ომი არ ნიშნავს ორი სახელმწიფოს ბრძოლას, რეალურად ომი საკუთარ ხალხათან ბრძოლაა, სახელმწიფოს მმართველები ცდილობენ თავიანთი სურვილების დასაკმაყოფილებლად გამოიყენონ ცოცხალი ძალა, რომელსაც რა თქმა უნდა საკუთარი მოქალაქეები წარმოადგენენ, ის კი არ ადარდებთ, რომ ამით ზარალდება გენოფონდი, ნადგურდება ახალგაზრდობა, ის ხალხი ვინც სახელმწიფოს იმედია და რომლებმაც სახელმწიფოს ბედნიერ მომავალზე მშვიდობიანად უნდა იზრუნონ. ეს იმიტომ არ ადარადებთ, რომ მათ დღევანდელი დღის სიმდიდრე უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, მათთვის ადამიანის სიცოცხლე არაფერია, მატერიალური სიმდიდრე კი ყველაფერს ურჩევნიათ.

ომის დროს ორი სახელმწიფოს მოსახლეობას ერთმანეთს აძულებენ სრულიად უაზრო მიზეზებით. ერთ დღეს რომელიღაცა პოლიტიკოსს მოუნდება, რომ მეზობელ, ან თუნდაც შორეულ სახელმწიფოს საკუთრების მითვისება, რის შემდეგაც ამ სახელმწიფოს მტერს უწოდებს, ატარებს ისეთ პოლიტიკას რომ მოსახლეობაში ამ სახელმწიფოსადმი სიძულვილი დანერგოს, ეს რომ ადვილად მოახდინოს ცდილობს დაადაბლოს მოსახლეობის განათლების დონე, მათი ადვილად მართვისთვის, შემდეგ გზავნიან მოცემულ ქვეყანაში ჯარებს ომის წამოსაწყებად, თვითონ კი მოლაპარაკების მაგიდაზე უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი აქვთ. image

image



















ამ ომში ბევრი ადამიანი იღუპება, ბევრიც კი ისე ზარალდება, რომ მართლაც სიკვდილი ურჩევნია და ასეთ ხალხს შემდეგ სახელმწიფო წელიწადში ერთი დღით იხსენებს და იმასაც თავისივე, თავის წარმოსაჩენად... ასეთ ხალხს ომიდან დაბრუნების შემდეგ ყველა მათგანი ივიწყებს ვინც ომი წამოიწყო, რადგან მათი მიზანი მიღწეული და ადამიანები აღარ სჭირდებათ. რეალურად კი ომის შემდეგ მებრძოლს უდიდესი დახმარება სჭირდება და არა მარტო მატერიალური, ამაზე მეტად მას მორალური და ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდება, რადგან ომში ნამყოფი ადამიანის ფსიქიკა არცერთ შემთხვევაში დაუზიანებელი არ დარჩება, მითუმეტეს თუ ის ბრძოლის ველზე გადის და პირადად იღებს შეტაკებებში მონაწილეობას. მაგრამ უმეტესობის ფსიქიკა უკვე ისე აქვთ დამუშავებული, რომ მათთვის ეს სიამაყეს იწვევს, მართალია ამ ხალხს აქვთ სიამაყის უფლება და თავაწეულებმაც უნდა იარონ, რადგან იმ საქმეს ემსახურნენ რაც ევალებოდათ. სამწუხარო ისაა, რომ ამ ბრძანებამდე მიაყვანინეს თავი.

image

ახლა ბევრი მეტყვის, რომ ასე არაა და როცა ომი იწყება აქ ყველაფერი ომის ველზე წყდებაო, მაგრამ ფართოდ გავახილოთ თვალი, იმ საუკუნეში სადაც 2 ბომბს შეუძლია ნახევარი მსოფლიო აღგავოს პირისაგან მიწისა, როგორ შეიძლება ფიზიკური ძალით გადაწყდეს რომელიმე კონფლიქტი. ამ ყველაფრის შესაჩერებლად საჭიროა განათლების დონის ამაღლება, ადამიანის დაფასება და მატერიალურ ღირებულებებზე მაღლა ადამიანის სიცოცხლის დაყენება, ერთმანეთის პატივისცემა. არამგონია ვინმეს უხაროდეს ომში წასვლა, ან საყავრელი ადამიანის ომში გაშვება, მითუმეტეს დღეს არცერთი კონფლიქტი უბრალო მოსახელობის სასარგებლოდ არ მიმდინარეობს . ომის შედეგით მხოლოდ სახელმწიფო მმართველები დარჩებიან კმაყოფილები, ამიტომ უნდა შევეცადოთ, რომ გონებრივად და მორალურად გავძლიერდეთ, იმიტომ რომ ვეღარ შესძლონ ჩვენი მართვა და 2 წლის ბავშვივით მოტყუება, აღარ ვართ დამპყრობლების ეპოქაში სადაც ძალით იღებდი რაც გინდოდა, დღეს დიპლომატია და აზროვნებაა საჭირო წარმატების მისაღწევად. არ უნდა შევიძულოთ ის ხალხი, რომლის სახელმწიფოც თავისი სურვილების ასასრულებლად იარაღიან რობოტებს უშვებს ჩვენკენ, არამედ პირიქით უნდა შევეცადოთ მათთან საერთო ენა გამოვნახოთ, ისინი ვინც მათ მხარეს არიან და აზროვნებენ, ისინიც ხვდებიან რომ ომით და ერთმანეთის სიძულვილით ვერაფერს მივაღწევთ, ბოროტება ხომ ბოროტებას შობს. თანაც ომიდან ჩვენ, უბრალოდ მოკვდავნი ვერანაირ პლუს ვერ მივიღებთ, მშვიდობას კი ბევრი დადებითი მხარე აქვს, image ამიტომ ნუ შევიძულებთ ვინმეს იმიტომ რომ მისმა სახელმწიფომ, შენი სახელმწიფოსადმი აგრესიის გამოჩენა გადაწყვიტან, ან პირიქით შენმა სახელმწიფომ გადაწყვიტა მის მიმართა აგრესიული პოლიტიკის გატარება... ხალხი აქ არაფერ შუაშია, ამ დროს უნდა შევიძულოთ ის პოლიტიკა რომელსაც ეს სახელმწიფოები ატარებენ და უნდა შეგვეძლოს იმდენი, რომ ეს კურსი შევცვალოთ, ამას კი ისევ და ისევ განათლება სჭირდება.

ამის წაკითხვის შემდეგ მაინც თუ ფიქრობთ, რომ ფიზიკურ ომს რაიმე სარგებელი მოაქვს უბრალო მოსახელობისთვის და სიმართლე არ დავწერე, მაშინ ბოდიშს მოგიხდით, ეს უბრალოდ ჩემი სუბიექტური აზრია და იმედია ძალიანაც არ გამკიცხავთ.

39
343
20-ს მოსწონს
ავტორი:ბაჯაბაჯა
ბაჯაბაჯა
343
  
2013, 11 ივნისი, 13:23
გაიხარე დიდი მადლობა ცნობებისთვის.
2013, 11 ივნისი, 6:53
ომს იწყებენ იმპერიები და დამპყრობლები,ჰიტლერის და სტალინის საზოგადოებაში ბევრად ბუმბერაზი ადამიანები არსებობდნენ,რომლებსაც შემდეგ ხვრიტავდნენ რათა იცოდნენ,რომ მათზე ძლიერებს ვერ გაუმკლავდებოდნენ,თუმცა ეს ომი იყო ორი "უტვინო,ახირებული,ყველაფრის მკადრებელი და ა.შ" ადამიანების ომი,რომელშიც ნაკლებად უტვინომ აჯობა.ფაქტა ცნობილი,ბუმბერაზი ქართველი შევიდა სტალინთან გვარი არ მახსოვს,სვანური იყო-ქართული ანუ გვარი და სტალინი დაემშვიდობა და მისი დახვრეტის ბრძანება გასცა და რატომ თუ იცი?ის ჩემზე 2ჯერ ძლიერიაო,ამ ფაქტს თუ მოიძიებ კარგს იზამ,დოკუმენტურ ფილმში მაქვს ნანახი.ასევე გაცნობილი ვარ ჰიტლერის და უფრო სტალინის ბიოგრაფიასაც და მის აგენტურულ ქსელებსაც,ბერიას დაშიფრულ წერილებსაც.
2013, 12 იანვარი, 21:55
ძალიან, ძალიან ძAლიან დიდი მადლობა
2013, 12 იანვარი, 21:24
:(:(:(:(:( ძალიან,ძალიან,ძალიან მომეწონა!
2012, 18 ოქტომბერი, 12:05
:D აუ რა კარგად გამაცინე :D :* თამაზ :D
2012, 18 ოქტომბერი, 12:04
არაფრის "ჯაბა":D:D
2012, 18 ოქტომბერი, 12:03
მადლობა თეონა :) :* :*
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10