x
image
თამარი555
როგორ გაქრა თავისუფლების ქანდაკება
image


ილუზიონისტის დევიდ კოპერფილდის კარიერის აღმავლობა დაიწყო

თავისუფლების ქანდაკების გაქრობის ტრიუკით.( მისი საერთო წონა არის 156 ტონა, სიმაღლე–46 მეტრი). იგი არის არა მარტო ნიუ–იორკის სავიზიტო ბარათი, არამედ მთელი ამერიკის შეერთებული შტატების. იგი გაქრა არა მარტო მაყურებლების თვალწინ, არამედ სარადარო ეკრანიდან. ვიდეოს იღებდნენ ვერტმფრენიდანაც. სადაც მხოლოდ ცარიელი კვარცხლბეკი ჩანდა. თავისუფლების კუნძულზე მაყურებლებისათვის ადგილები იყო განკუთვნილი. ბილეთის ფასი კი ზღაპრული.

ძეგლის ნიუ-იორკის მხრიდან ორი უზარმაზარი ანძა იდგა პროჟექტორებით განათებული, რომელთა შორისაც დიდი ფარდა იყო ჩამოფარებული, რომელიც ფარავდა ქანდაკებას. და ჯადოქრობაც დაიწყო!



image













კოპერფილდი დაიხარა რადარის ეკრანზე, თვალები დახუჭა და ნიშანი გაქრა. უცბად დაეშვა ფარდა და ქანდაკება–თითქოს არც ყოფილა, იმ ადგილზე– უცბად გაქრა. მის ადგილას კი პროჟექტორის სხივები კვეთდნენ ერთმანეთს. განსაკუთრებული ურწმუნოებისათვის დაუმატეს ვიდეო სურათი–ცარიელი კვარცხლბეკი, რომელიც გადაღებული იყო ვერტმფრენიდან.


ამუშავებდნენ სხვადასხვა ვერსიებს მისი გაქრობისა. იმ დროს როდესაც აფარებდნენ თეთრ ფარდას, ყველა შიდა და გარე განათება გამორთეს. იმის გამო რომ კუნძულზე არ არსებობს სხვა განათების არანაირი წყარო იგი მთლიანად დაიკარგა სიბნელეში. განათების გარეშე კი მისი დანახვა შეუძლებელია. დამატებითი სხვა პროჟექტორები კი უბრმავებდნენ თვალებს მაყურებელს და ქანდაკებას ვერ ამჩნევდნენ.


image


რაც შეეხება რადარის ნიშნებს, ეს დამატებითი თეატრალური ჟესტი იყო მეტი დამაჯერებლობისათვის.

ასე თუ ისე დევიდ კოპერფილდის ამ მისტიფიკაციამ ცნობილი გახადა და დიდება მიანიჭა მას. ამის შემდეგ ის თავის შოუში ნებისმიერ ფასს აწესებს.

0
164
2-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
164
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0